კუმანოვოს სამხედრო-ტექნიკური შეთანხმება
კუმანოვოს სამხედრო-ტექნიკური შეთანხმება — ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა იუგოსლავიის არმიის და ნატო-ს წარმომადგენლებს შორის 1999 წლის 9 ივნისს მაკედონიაში, ქალაქ კუმანოვოში [1]. ამ შეთანხმებით ფაქტობრივად დასრულდა კოსოვოს ომი.
შეთანხმების ძირითადი პუნქტები
რედაქტირებაშეთანხმების ძირითადი პუნქტები:
- NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის შეწყვეტა
- იუგოსლავიის არმიის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტა კოსოვოში
- იუგოსლავიის არმიისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოყვანა კოსოვოდან თერთმეტი კალენდარული დღის განმავლობაში
- კოსოვოში KFOR-ის ძალების განლაგება
- იუგოსლავიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის შექმნა კოსოვოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ
შეთანხმების რეალიზაცია
რედაქტირება1999 წლის 10 ივნისს იუგოსლავიის სახმელეთო ჯარებმა დაიწყეს კოსოვოს დატოვება. იუგოსლავიის არმია სერბეთში სპეციუალურად გამოყოფილი ორი გზით ბრუნდებოდა. იუგოსლავიის ცნობით, ამ პერიოდში დაფიქსირდა კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის მიერ იუგოსლავიის ჯარებზე თავდასხმის არაერთი შემთხვევა. საბოლოოდ იუგოსლავიის არმიამ კოსოვო 18 ივნისს დატოვა.