სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა

სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა (სერბ.-ხორ. Socijalistička Republika Srbija, Социјалистичка Република Србија) — იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი 6 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი, ამჟამად სერბეთი. მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი. 1963 წლამდე ეწოდებოდა სერბეთის სახალხო რესპუბლიკა. სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი იყო იუგოსლავიის დედაქალაქი ბელგრადი.

სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა
სერბ.-ხორ. Socijalistička Republika Srbija, Социјалистичка Република Србија

 
Flag of Yugoslavia (1918–1941).svg
19431991  
Flag of Serbia (1992–2004).svg
Flag of Serbia (1947–1992); Flag of Montenegro (1946–1993).svg SR Serbia coa.png
დროშა გერბი
Locator map Serbia in Yugoslavia.svg
სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკის რუკა.
დედაქალაქი ბელგრადი
ენა სერბულ-ხორვატული
ფულის ერთეული იუგოსლავიის დინარი
ფართობი 88 361 კმ²
მოსახლეობა 9 506 174 (1991 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

სერბეთის შემადგენლობაში შედიოდა ორი ავტონომიური მხარე: ვოევოდინა და კოსოვო. სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა დაყოფილი იყო ოლქებად, ოლქები მაზრებად, ხოლო მაზრები თემებად.

ოფიციალური სახელწოდება დედაქალაქი ფართობი, კმ² მოსახლეობა, ათ. კაცი
(30 ივნისი 1976)
სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა ბელგრადი 88 361 8 843
სოციალისტური ავტონომიური მხარე კოსოვო პრიშტინა 10 887 1 429
სოციალისტური ავტონომიური მხარე ვოევოდინა ნოვი-სადი 21 506 1 989

ლიტერატურარედაქტირება