სტეფან დუშანი
სტეფან უროშ IV დუშანი ნემანიჩი (სერბ. Стефан Урош IV Душан Немањић) — სერბეთის მეფე (1331—1346) ნემანიჩთა სახლიდან, 1346 წლიდან „სერბთა და ბერძენთა მეფე“ (სიკვდილამდე 1355 წ).
ბიოგრაფია
რედაქტირებასერბეთის მეფე სტეფან უროშ III-ისა და ბულგარეთის იმპერატორის ქალიშვილ თეოდორა სმილეცის ვაჟი და სიმეონ სინიშის გერი ძმა. 1331 წელს მამის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. ბიზანტიასა და უნგრეთთან რიგი ომების შედეგად დუშანმა უზარმაზარი სახელმწიფოს შექმნა მოახერხა, რომელშიც შედიოდნენ: მაკედონია, ეპირი, თესალია და თრაკიის ნაწილი. 1346 წელს იგი „სერბთა და ბერძენთა მეფედ“ აკურთხეს სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საპატრიარქოს დაარსების პარალელურად.
1349 წელს გამოსცა ე. წ. „სტეფან დუშანის კანონები“ — სერბეთის კანონთა კრებული.
ცოლად ჰყავდა ელენე, ბულგარეთის მეფის ივან ალექსანდრეს ქალიშვილი. სტეფან დუშანის ვაჟი სტეფან უროშ V სერბეთის უკანასკნელი მეფე გახდა.
მხატვრულ ლიტერატურაში
რედაქტირება- ხალხური ეპოსი "Ženidba Cara Dušana" ("იმპერატორ დუშანის ქორწილი").
- 1875 წლის ისტორიული სამ ტომიანი ნოველა "Car Dušan" ("იმპერატორი დუშანი") ავტ. ვლადან ბორდევჩი.[1]
- 1987 წლის ისტორიული ნოველა "Stefan Dušan" ავტ. სლავომირ ნასტასიჯევიჩი.[2]
- 2002 წლის ისტორიული ნოველა "Dušan Silni" ("დუშან დიდ") ავტ. მილე კორდიჩი.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Gavrilović, Zaga (2001). Studies in Byzantine and Serbian Medieval Art. London: The Pindar Press.
- Dennis P. Hupchick (1995). Conflict and chaos in Eastern Europe. Palgrave Macmillan. ISBN 978-0-312-12116-7.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Talija Izdavaštvo, accessed on 15-Apr-17, http://www.talijaizdavastvo.rs/korpa/knjige/34-dr-vladan-dordevic-trilogija-car-dusan.html
- ↑ Delfi.rs, accessed on 15-Apr-17, http://www.delfi.rs/knjige/49995_stefan_dusan_knjiga_delfi_knjizare.html
- ↑ Knjižare Vulkan, accessed on 16-Apr-17, https://www.knjizare-vulkan.rs/knjige/dusan-silni-mile-kordic-isbn-9788683583270[მკვდარი ბმული]