სმითსონის ინსტიტუტი
ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი (ინგლ. Smithsonian Institution) — სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი აშშ-ში, რომელიც აერთიანებს მუზეუმების კომპლექსს და კვლევით ცენტრებს, რომელსაც განაგებს აშშ-ის მთავრობა.[12] დაარსებულია აშშ-ის კონგრესის 1846 წლის 10 აგვისტოს აქტით. ოფიციალურად ითვლება სახელმწიფო დაწესებულებად. ფინანსდება აშშს მთავრობის მიერ, ასევე, კერძო შემოწირულობების, აგრეთვე საგამომცემლო და კომერციული მოღვაწეობის ანგარიშებით. (ძირითადად, განმავითარებელი სასწავლო თამაშობების, პროგრამების, ვიდეომასალების, სუვენირების და ა.შ. გამოშვება-გაყიდვით) .ინსტიტუტის დაწესებულებათა უმრავლესობა, 19 მუზეუმი და 9 კვლევითი ცენტრი მდებარეობს ვაშინგტონში.[13]
ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი | |
---|---|
დაფუძნდა | 10 აგვისტო, 1846 |
ატარებს სახელს | ჯეიმზ სმითსონი[1] |
დამფუძნებელი (-ები) | ჯეიმზ სმითსონი და Joel Roberts Poinsett |
ტიპი | სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი |
რექტორი | დევიდ ჯ. სკორტონი |
ქალაქი | ვაშინგტონი |
ქვეყანა | აშშ |
კავშირები | Digital Library Federation[2] , Association of Research Libraries[3] , მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკა[4] , IIIF Consortium[5] , International GLAM Labs Community[6] , DataCite[7] და Coalition for Networked Information[8] |
აფილაცია | Museum of the Rockies[9] , ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნული მუზეუმი[10] და Wing Luke Museum of the Asian Pacific American Experience[11] |
si.edu |
სახელწოდება ინსტიტუტმა მიიღო ინგლისელი მეცნიერის ჯეიმზ სმითსონის პატივსაცემად, [14] რომელიც გარდაიცვალა უშვილოდ და მთელ თავის მემკვიდრეობას ანდერძის თანახმად, გადასცემდა აშშ-ს სასაწავლო დაწესებულების დასაარსებლად, რომელიც იზრუნებდა ცოდნის განვითარებასა და გავრცელებაზე.
ისტორია
რედაქტირებასმითსონის ინსტიტუტი — საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მასთან დაკავშირებული მრავალი მუზეუმით წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ექსპონატთა, სამუზეუმო ღირებულებათა და არტეფაქტთა საცავს. ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის 19 მუზეუმი, ზოოპარკი, 9 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და აგრეთვე, 156 მუზეუმი, რომლებიც წარმოადგენენ ინსტიტუტის ფილიალებს. აქედან, 10 მუზეუმი მდებარეობს ეროვნულ პარკში.
თავის დაარსებას სმითსონის ინსტიტუტი უნდა უმადლოდეს ჯეიმზ სმითსონს, რომელიც გარდაიცვალა 1829 წელს. ეს იყო ინგლისელი ქიმიკოსი და მინერალოგი. მან თავისი ქონება დაუტოვა მემკვიდრეობით ძმისშვილს იმ პირობით, რომ თუ ძმისშვილი უმემკვიდრეოდ გარდაიცვლებოდა, მთელი ქონება უნდა გადასცემოდა აშშ მთავრობას განსაკარგავად ცოდნის გაზრდისა და გავრცელებს მიზნით. მიზეზი, თუ რატომ გამოაცხადა სმითსონმა ამერიკელი ხალხი საკუთარი ქონების მემკვიდრედ, უცნობია. აშშს-ს მთავრობას მოუხდა ბრძოლა ამ ქონების მოსაპოვებლად 1835 წლიან სმითსონის ძმისშვილის გარდაცვალების შემდეგ, ქონებაზე მოდავე ნათესავებთან. აშშს მოუხდა ძალების მაქსიმუმის გაღება, იმისთვის რომ ეს ქონება მოეგო და ჩაეტანა ამერიკაში. ეს იყო ზუსტად 104960 ოქროს მანეთი, 8 შილინგი და 7 პენსი, რომელიც თანამედროვე კურსით გადაანგარიშებისას შეადგენს 10 მილიარდ დოლარზე მეტ ქონებას.
მეცნიერმა არ მიუთითა ანდერძში კონკრეტულად რაზე უნდა დახარჯულიყო თანხა, რამაც მრავალწლიანი დავა გამოიწვია სპეციალისტთა შორის. საბოლოოდ, 1846 წლის 10 აგვისტოს აქტით გადაწყდა, რომ ახლადდაარსებულ სმითსონის ინსტიტუტში უნდა შესულიყო მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ისტორიის, მეცნიერებისა და ხელოვნების საგნები, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების წარმოება. 1901 წელს, შენობაში, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს დამთვალიერებლისათვის უმნიშვნელოვანეს საინორმაციო ცენტრს, დაკრძალული იქნა თავად ინგლისიდან გადმოსვენებული ჯეიმზ სმითსონის ნეშტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Nina Burleigh, Stranger and the Statesman: James Smithson, John Quincy Adams, and the Making of America's Greatest Museum, The Smithsonian. New York: HarperCollins, 2003.
- Heather Ewing, The Lost World of James Smithson: Science, Revolution, and the Birth of the Smithsonian. Bloomsbury, 2007.
- United States. Congress. House of Representatives. Collections Stewardship at the Smithsonian: Hearing before the Committee on House Administration, House of Representatives, One Hundred Thirteenth Congress, First Session. Washington, D.C.: U.S. Government Printing Office, 2013.
- William S. Walker, A Living Exhibition: The Smithsonian and the Transformation of the Universal Museum. Amherst, MA: University of Massachusetts Press, 2013.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://siarchives.si.edu/history/james-smithson
- ↑ https://www.clir.org/about/current-sponsors-and-funders
- ↑ http://old.arl.org/arl/membership/members.shtml
- ↑ https://www.wdl.org/en/partners/
- ↑ http://iiif.io/community/consortium/
- ↑ https://glamlabs.io/list-members/
- ↑ https://web.archive.org/web/20240112184553/https://datacite.org/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
- ↑ https://affiliations.si.edu/affiliate-profile/?pid=2196
- ↑ https://affiliations.si.edu/affiliate-profile/?pid=2222
- ↑ https://affiliations.si.edu/affiliate-profile/?pid=2514
- ↑ Barlow, William (1847). The Smithsonian Institution, "for the Increase and Diffusion of Knowledge Among Men": An Address on the Duties of Government, in Reference Chiefly to Public Instruction : with the Outlines of a Plan for the Application of the Smithsonian Fund to that Object. B.R. Barlow.
- ↑ Leaf, Jesse (2007-03-13). The Everything Family Guide To Washington D.C.: All the Best Hotels, Restaurants, Sites, and Attractions. Everything Books. ISBN 1-4405-2411-4. :57
- ↑ About Us. Smithsonian. Smithsonian Institution. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2017.