საქართველოს ისტორიული სოფლები
საქართველოს სოფლები, რომელთა სახელები დაკავშირებულია საქართველოს მნიშვნელოვან ისტორიულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებთან (სია არასრულია):
- აბელია — სოფელი ქვემო ქართლში (ახლანდ. აბელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი). პირველად იხსენიება 1580 წლის ერთ საბუთში. XI-XV სს-ის სამეფო დომენი იყო.
- აბისი — სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. აბისი პირველად იხსენიება 1633 წელს. ამ დროს ავალიშვილების სამკვიდრო მამული იყო.
- არჩეული — (ჩიქვეთი) სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ე. ნინოშვილის სახლ-მუზეუმი.
- ბეშთაშენი — (ისტ. ბეშქენაშენი) სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში. მდ. აგრიჩის ნაპირას. აქ არის VII ს-ის ეკლესია. აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის გორასამარხები. არის ციკლოპური ციხეც.
- ბოდბე — სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში. აქ არის წმინდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი, კახეთში.
- ბორი — სოფელი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდ. ბორიმელას მარჯვენა ნაპირზე. აღმოჩენილია ძვ. წ.-ის I ს-ის და ახ. წ.-ის III ს-ის საგვარეულო და საოჯახო სამაროვანები.
- გავაზი — ისტორიული სოფელი კახეთში. აქ IX ს-ში ქორეპისკოპოსმა სამოელ დონაურმა დაამარცხა არაბები.
- დვანი — სოფელი ქართლის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, სოფელში გაითხარა ძვ. წ. VIII - VII სს-ის ნეკროპოლი.
- დიღომი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ქვაბულში, დიღმისწყლის ხეობაში.
- ენისელი — სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში, რომლის დასავლეთ ნაწილში რიყის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია.
- ერთაწმინდა — სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელში დგას XIII ს-ის შუა წლების წმინდა ესტატეს ეკლესია, მასში დაკრძალულია გიორგი სააკაძის ვაჟის, პაატას, თავი.
- ეშერა — სოფელი აფხაზეთში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე გუმისთის მარჯვენა მხარეს. არქეოლოგიური გათხრებით მტკიცდება, რომ აქ ადამიანები ცხოვრობდნენ III-II ათასწლეულებში ჩვ.წ - მდე.
- ვარიანი — სოფელი გორის მუნიციპალიტეტში. ი. გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.
- ვარციხე — სოფელი იმერეთის დაბლობზე, მდ. ხანისწყლისა და მდ. რიონის შესართავთან. IX-XI სს.-ში იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
- ველისციხე — სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. წყაროებში პირველად იხსენიება V ს - ში. იყო ჰერეთის პოლიტიკური ცენტრი და მნიშვნელოვანი ციხე - სიმაგრე.
- ვეჯინი — სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში. წყაროებში იხსენიება X ს-ის დასაწყისში.
- თელოვანი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში,იქ აღმოჩენდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძვ. წ. XIII-XIIსს. არქეოლოგიური ძეგლი.
- იანეთი — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდ. გუბისწყლის მარჯვენა ნაპირას.
- ითხვისი — სოფელი ჭიათურის მახლობლად, ქალაქიდან 16 კმ - ზე. აქ გაითხარა მრავალფენიანი ნამოსახლარი და ანტიკური ხანის სამაროვანი. ნამოსახლარის უძველესი ფენა ადრ. ბრინჯაოს ხანისაა (ძვ. წ. III ათასწლეული).
- იკორთა — სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში. ცხინვალიდან 35 კმ - ზე. იყო ქსნის ერისთავთა ერთ - ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. აქვეა დაკრძალული კახეთის 1659 წლის აჯანყების ხელმძღვანელები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.
- ილორი — სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. წყაროებში მოხსენიებულია XI ს-ში. შუა საუკუნეებში ოდიშის სამთავროში შედიოდა.
- კაცხი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. პირველად წყაროებში მოხსენიებულია XI ს.
- კელასური — სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში. VII-VIII სს-ის დიდი აფხაზური კედლის ნანგრევები.
- კეხვი — სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში.წყაროებში მოხსენიებულია XVIს - ში.
- კრწანისი — უბანი თბილისში, ფეოდ. ხანაში - სოფელი. წყაროებში პირველად იხსენიება XIV საუკუნის ბოლოს.
- კუსირეთი — სოფელი ცხინვალის მუნიციპალიტეტში, სადაც შემორჩენილია VIII-IX სს-ის ეკლესიის ნანგრევები. სამშენებლო და მხატვრული ხერხებით.
- კუხი — ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი და პატარა კუხის ძვ. სახელწოდება. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI ს-ში.
- ლაილაში — სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში. წყაროებში მოხსენიებულია XVIII ს-ში. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ბრინჯაოს ცულების განძი.
- ლარგვისი — სოფელი სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე. აქ არსებული ციხე ქსნის ხეობის სტრატეგიული ცენტრი იყო.
- ლელიანი — სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. სოფელში არის XI-XII სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმ. თეოდორეს ეკლესია.
- ლიხაური — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ გურიის საერისთავოს ცენტრი იყო. შემორჩენილია ციხე და ეკლესია.
- ლიხეთი — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში.
- ლიხნი — სოფელი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აღმოჩენილია 1952 წელს კოლხური ცულების განძი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. XVII-XIV სს.
- მათხოჯი — სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში. იმერეთის დაბლობზე მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე.
- მარაბდა — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. პირველად მოხსენიებულია XI ს-ის დასაწყისის წყაროებში. 1625 წელს აქ გაიმართა მარაბდის ბრძოლა ქართლ-კახეთის ლაშქარსა და ყიზილბაშ დამპყრობლებს შორის.
- მარტყოფი — სოფელი გარდაბნის მუნიციპალიტეტში. დასახლებულია პირველი, მეორე საუკუნეებიდან. VI საუკუნემდე აკრიანი ერქვა.
- მეტეხი — სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. XIII ს-ის არქიტექტურის ძეგლი.
- მირზაანი — სოფელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმი.
- მუხრანი — სოფელი და ისტორიულ - გეოგრაფიული რეგიონი აღმ. საქართველოში. თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე - რეზიდენცია.
- ნიკორწმინდა — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. XI ს-ის არქიტექტურის ძეგლი.
- ნოსტე — სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. გიორგი სააკაძის სამშობლო. შემორჩენილია თავდაცვითი კოშკი.
- ოძისი — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში. გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმი.
- პატარძეული — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი.
- რუისი — სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე. იგი ანტიკური ხანის ქ. ურბნისის ერთ-ერთი სამიწათმოქმედო მუნიციპალიტეტი იყო. ქართლის ერთ - ერთი უძველესი საეპისკოპოსოს კათედრა. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი მონაწილეობდა 506 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე.
- საგურამო — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.
- სამთავისი — სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელში დგას XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლი, გუმბათოვანი ტაძარი.
- სამშვილდე — სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი ისტორიულ ქვემო ქართლში. მისი თავდაპირველი სახელწოდება "ციხე ორბისა" იყო.
- სამწევრისი — სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. სოფლის მახლობლად აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების პირველი აყვავების ხანის ძეგლი სამწევრისი.
- სიმონეთი — სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში. დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი.
- სომიწო — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში.
- სორი — სოფელი ონის მუნიციპალიტეტში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. შემონახულია შუა საუკუნეების რამდენიმე ეკლესიისა და ციხის ნანგრევები.
- სოჩხეთი — სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII ს-ში.
- სოხთა — სოფელი შიდა ქართლში. სოფლის მახლობლად მაღალ მთაზე შემორჩენილია X ს-ის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის ნანგრევები.
- სპეთი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. სოფლის მახლობლად მაღალ მთაზე აღმართულია XI ს-ის ზედამაცხოვრის ეკლესია.
- სურმუში — სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტში. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულების განძი (მიაკუთვნებენ ძვ. წ. VIII საუკუნეს).
- სხალტბა — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. თამარ მეფის დროს, 1202 წელს, სხალტვიდან შიო მღვიმის მონასტრისათვის გაიყვანეს წყალსადენი, რომელიც იმ დროისათვის რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას წარმოადგენდა.
- სხარტალი — სოფელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. აქ იყო იმერეთის მეფის სოლომონ პირველის ერთ-ერთი სადგომი.
- სხვიტორი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი.
- ტაბახმელა — სოფელი თბილისში დიდგორის მუნიციპალიტეტში. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად თამარის ისტორიკოსთან მოიხსენიება, როგორც მისი ერთ-ერთი სააგარაკე ადგილი.
- უბისი — სოფელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მისი დაარსება დაკავშირებულია გრიგოლ ხანძთელის სახელთან.
- უდე — სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში. ადამიანის ცხოვრების კვალი უდეში ქვის ხანიდან დასტურდება.
- ურბნისი — სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. ქართულ წერილობით წყაროებში ძვ. წ. IV საუკუნისათვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება.
- უჯარმა — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. იგი იყო ისტორიული კახეთის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი, ციხე - ქალაქი.
- ქისტაური — სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში. რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი.
- შემოქმედი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის ეპარქიის ისტორიული ცენტრი. დგას შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი.
- შილდა — სოფელი ყვარლის მუნიციპალიტეტში. VI-VIII სს-ის სამონასტრო კომპლექსი, თავდაცვითი ნაგებობები.
- ჩარგალი — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.
- ძეგვი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. ნაქალაქარი, არქიტექტურის უძველესი ძეგლები.
- წინანდალი — სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და დეკორატიული ბაღი.