კუხი
კუხი — ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი კუხისა და პატარა კუხის ძველი სახელწოდება. სოფლები გაშენებულია იმერეთის დაბლობზე. დიდი და პატარა კუხი ზღვის დონიდან 80 მ სიმაღლეზე მდებარეობენ.
ისტორიარედაქტირება
კუხი პირველად წყაროებში მოხსენებულია XVI საუკუნეში. აღმოჩენილია კოლხური მონეტების განძი. 1883 წელს სოფელში გაიხსნა ვაჟთა სასწავლებელი. 1900-იან წლებში სოფელში მოქმედებდა აბრეშუმის საქსოვი ქარხანა. 1926 წლისთვის კუხის თემი შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3204 ადამიანს, ხოლო ფართობი 26,1 კმ2-ს.[1]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 93.
სქოლიორედაქტირება
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი