ველისციხე (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
ველისციხე — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ჭერმისხევის ნაპირას. თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 380 მეტრი, გურჯაანიდან 11 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4508 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
ველისციხე | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ველისციხე |
კოორდინატები | 41°48′33″ ჩ. გ. 45°45′15″ ა. გ. / 41.80917° ჩ. გ. 45.75417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 380 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,2 % სომხები 1,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია რედაქტირება
სოფელი წარმოადგენს კახეთის ერთ-ერთ უძველეს და დიდ დასახლებას. იგი მდებარეობდა აღმოსავლეთისკენ მიმავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე (ხორნაბუჯი-ველისციხე-ჭერემი-უჯარმა), ამასთან ველისციხე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის (ველისციხე-ჭერემი-ჩაილურის) ჩამკეტი იყო ალაზნის ველზე. ველისციხე, ისევე როგორც უძველესი დიდი მაგისტრალის სხვა პუნქტები (ჭერემი, უჯარმა, ხორნაბუჯი) ალბანეთის დასავლური ტერიტორიების ქართულთან ინტეგრაციის პროცესისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. ველისციხე საისტორიო წყაროებში პირველად მოიხსენიება V საუკუნეში. ჯუანშერის მიხედვით, სპარსთა მეფე ხოსრომ, როგორც მნიშვნელოვანი გზის ორი მთავარი პუნქტი, ჭერმის ციხესთან ერთად ველისციხეც შემუსრა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, ლაშა გიორგიმ „სოფელსა — ველისციხესა იხილა ქალი ლამაზი“, რომელიც წაჰგვარა ქმარს და სასახლეში მიიყვანა. მისგან ლაშას შეეძინა ვაჟი — დავითი, შემდგომში დავით ულუდ წოდებული. ეპარქიულად ველისციხე თავდაპირველად შედიოდა ჭერემის საეპისკოპოში, ხოლო მისი მოშლის შემდეგ — ალავერდის ეპარქიაში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, ველისციხის ყმა-მამულის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი მოურავების მეშვეობით, უშუალოდ კახეთის დედოფალი განაგებდა. XVll-XVlll საუკუნეში, ველისციხეში დასავლეთ საქართველოდან ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი მიდიოდა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს, კახელები თავდაპირველად შილდასთან, ხოლო შემდეგ ველისციხესთან, ე. წ. ფაფრის მინდორზე შეებნენ რუს დამპყრობლებს. ველისციხესთან ბრძოლაში ქართველებმა ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით, დიდად აზარალეს რუსები და გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებამ განაპირობა სოფელ ნუკრიანთან გამართულ ბრძოლაში ისევ ქართველთა წარმატება, რასაც მოჰყვა ქიზიყიდან რუსების დროებითი გაძევება. XlX-XX საუკუნეების მიჯნაზე ველისციხეში უმოგზაურია გერმანელ მოგზაურს და მეცნიერს ედუარდ აიხველდს, რომელიც ველისციხეს იხსენიებს, როგორც დიდ სოფელს, რომელიც ადრე გამაგრებული იყო. აქ განსაკუთრებით მევენახეობა და მემინდვრეობა იყო განვითარებული. ფუნქციონირებდა წყლის წისქვილების მთელი სისტემა.
დემოგრაფია რედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1922 [2] | 5050 | ||
1926 [2] | 5934 | ||
1959 [2] | 7273 | ||
1979 [2] | 7091 | ||
2002[2] | 6385 | ||
2014[2] | 4508 |
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
ლიტერატურა რედაქტირება
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 107.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 351.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org