მამისაანთ საყდარი

მამისაანთ საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით დაახლოებით 7 კილომეტრზე. მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სავარაუდოდ განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

2009 წელს საქართველოს ძეგლთა დაცვის დაგადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი არქიტექტორი ნ. მინდორაშვილი). ეკლესის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ნაყარი მიწისგან, გამაგრდა საპირე წყობის მორყეული ქვები, აღდგენილი იქნა კამარის, კედლების და თაროების ლავგარდნის (მცირე ნაწილი შემორჩენილი იყო ჩრდილოეთ ნაწილზე) დანგრეული ნაწილები. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ეკლესია დარბაზულია (7,4 x 3,9 მეტრი) ნაგებია სხვადასხვა ზომის (ძირითადად მოზრდილი) რიყის ქვითა და კირის დუღაბით. წყობა ირეგულარულია, შესასვლელი კი სამხრეთიდან არის. კარი თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის შიდა სიოვრცე შემაღლებული პროპორციებისაა. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რაშიც ვიწრო და მაღალი, შიგნიდან და გარედან სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. აფსიდის კონქი, ისევე როგორც დარბაზის გადამხურავი კამარა რიყის წვრილი ქვითაა ნაშენები.საკურთხევლის სარკმლის გარდა, ერთი სწორკუთხა სარკმელია დასავლეთითაც, იგი იმდენად მაღალია რომ თითქმის კამარის წვერს სწვდება. ეკლესიის ფასადები სადაა, მორთულობის გარეშე.

ლიტერატურა

რედაქტირება