ქეთევან ანდრონიკაშვილი (მსახიობი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქეთევან ანდრონიკაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქეთევან ელეფთერის ასული ანდრონიკაშვილი (ქალიშვილობის გვარი ზურაბიშვილი) (დ. 27 ოქტომბერი, 1862, ყვარელი — გ. 1 თებერვალი, 1941, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

ქეთევან ანდრონიკაშვილი
დაბადების სახელი ქეთევან ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1862
ყვარელი
გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი, 1941 (78 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი. 1881–1882 წლებში მონაწილეობდა თელავის სცენისმოყვარეთა წრის წარმოდგენებში. 1884–1891 წლებში მუშაობდა თბილისის თეატრებში, 1892–1917 წლებში ბაქოს ქართულ თეატრში. 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრებსა და კინოსტუდიაში. როლები: ქეთევანი (დავით ერისთავის „სამშობლო“), ოროსმე (ავქსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), მარინე (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), თამარი (აკაკი წერეთლის „თამარ-ცბიერი“) და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება