ჩაილური
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
ჩაილური — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1435 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე იორს მარცხენა მხრიდან. სიგრძე 29,6 კმ, აუზის ფართობი 167 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. იყენებენ სარწყავად. მდინარის ნაპირას მდებარეობს სოფლები: დიდი ჩაილური და ბურდიანი.
ჩაილური | |
---|---|
მდინარე ჩაილური სოფელ დიდ ჩაილურთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
გომბორის ქედი 41°47′33″ ჩ. გ. 45°27′03″ ა. გ. / 41.792500° ჩ. გ. 45.451000° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 1435 მ |
შესართავი |
იორი 41°37′14″ ჩ. გ. 45°30′23″ ა. გ. / 41.620722° ჩ. გ. 45.506611° ა. გ. |
სიგრძე | 29,6 კმ |
აუზის ფართობი | 167 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
ჩაილური ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 72.