დიდი ჩაილური
დიდი ჩაილური — სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დიდი ჩაილური).
სოფელი | |
---|---|
დიდი ჩაილური | |
ქვეყანა | საქართველო |
რეგიონი | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
თემი | დიდი ჩაილური |
კოორდინატები | 41°42′48″ ჩ. გ. 45°30′12″ ა. გ. / 41.71333° ჩ. გ. 45.50333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 700 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 850 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
მდებარეობს ივრის ზეგანზე მდინარე ჩაილურის ნაპირას, ზღვის დონიდან 680 მ-ზე, საგარეჯოდან 15 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
რედაქტირებასოფელი პირველად 1724 წლის წყალობის წიგნშია მოხსენიებული. სოფელს ადრე მაღლა ჩაილური ერქვა. შუა საუკუნეებში ჩაილურზე გადიოდა გზა, რომლითაც ქალაქი ჭერემი გარეკახეთს უკავშირდებოდა. გვიან შუა საუკუნეებში დიდი და პატარა ჩაილური ჩერქეზიშვილების მფლობელობაში იყო.
სოფელს დიდ ზიანს აყენებდა ლეკიანობა. სავარაუდოდ ლეკიანობის პერიოდში უნდა იყოს გაჩენილი გამოთქმა „ჩაილურის წყალი დალიაო“. ითვლებოდა, რომ თუ გამტაცებლები მდინარე ჩაილურის მეორე ნაპირზე გადასვლას მოასწრებდნენ, მათ დევნას აზრი აღარ ჰქონდა და მდევრებიც სწორედ ამ სიტყვებს ამბობდნენ დანანებით.
სოფელში დგას XVIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია (აღდგენილია 2007 წელს).
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 850 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1014 | 487 | 527 |
2014[3] | 850 | 431 | 419 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 540.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
- აფრასიძე გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 100.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.