ითხვისი

სოფელი საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 9 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ითხვისისოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბეგიაური, ბჟინევი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი. ჭიათურიდან 12 კილომეტრი, დარკვეთიდან – 6 კმ., ქუთაისიდან – 81 კმ., თბილისიდან – 191 კმ.. სოფელში არის მანგანუმის საბადო. სოფელში აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის დასახლება „ჩილათი“. სოფელში იდგა ეკლესია, რომელიც 1830-იან წლებში უკვე დანგრეული იყო.

სოფელი
ითხვისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ითხვისი
კოორდინატები 42°17′36″ ჩ. გ. 43°20′32″ ა. გ. / 42.29333° ჩ. გ. 43.34222° ა. გ. / 42.29333; 43.34222
ცენტრის სიმაღლე 640
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1882[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ითხვისი — საქართველო
ითხვისი
ითხვისი — იმერეთის მხარე
ითხვისი

გეოგრაფია

რედაქტირება

სოფელ ითხვისს ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე ყვირილის კანიონისებური ხეობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის თემის სოფელი დარკვეთი, სამხრეთით ესაზღვრება ნიგოზეთის თემის სოფელი წასრი (კობახიძეების უბანი). სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება ითხვისის თემის სოფელი ბეგიაური, მდ. ფრონესა და მდ. ყვირილის წყალგამყოფი, ადგილი „ფცქიალაური“ 810 მ. შემდეგ სოფლის სასაფლაო - ზღვის დონიდან 794 მეტრი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში საზღვარი გადის მდინარე წინწკილას სათავეზე (მდ. ფრონეს მარჯვენა შენაკადი) ზღვის დონიდან 700-720 მეტრი, ხოლო შემდეგ საზღვარი მიუყვება ე. წ. „დვალაშვილების გორას“ ზღვის დონიდან 810 მ. დასავლეთით ესაზღვრება პერევისის თემი. საზღვარი ასევე მიუყვება მდინარე ითხვისისწყლის ხეობას (ყვირილის მარცხენა შენაკადი). სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ესაზღვრება პერევისის თემის სოფელი კალაური, შემდეგ ესაზღვრება სოფელი შუქრუთი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ითხვისის თემის სოფელი ბჟინევი. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საზღვარი სოფელი ბჟინევთან ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს ზღვის დინიდან 809 მეტრს (მდინარე იმერეთის ფრონისა და ყვირილას აუზის წყალგამყოფი სერი, ტყის ზონა). საზღვრის სიმაღლე ზღვის დონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ თანდათან მცირდება, „პასიეთის ტყის“ მიდამოებში სიმაღლე 600-650 მეტრია, ხოლო უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ყვირილის ხეობის მარცხენა მხარეს საზღვარის სიმაღლე 400-420 მეტრამდე მცირდება. ითხვისის მინიმალური წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 360 მეტრია (ითხვისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს). თემის მაქსიმალური წერტილია სოფელ ითხვისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იმერეთის ფრონისა და ყვირილას აუზის წყალგამყოფი სერი, ე. წ. „დვალაშვილების გორა“ ზღვის დონიდან 810 მ. თემის ცენტრის სიმაღლე (ითხვისის საჯარო სკოლის მიდამოები) ზღვის დონიდან 710 მეტრი. სოფელი ითხვისის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ზედა და ქვედა ითხვისის უბნების ჩათვლით) საშუალოდ გადაჭიმულია 7-7,5 კმ-ზე. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 4,5-5 კმ-ზე. სოფლის უკიდურეს ჩრდილოეთით, მდინარე ყვირილას ხეობაში, ზღვის დონიდან 500 მეტრზე, 2013 წლის 1 თებერვალს თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ შესწავლილი იქნა კარსტული მღვიმე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების 95 წელთან დაკავშირებით ეწოდა სახელი „თსუ-95“.[2]

2019 წლიდან სოფლის ტერიტორიაზე დაწყებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოვალინა ძვ. წ. I საუკუნის ნაგებობათა ნაშთები და გვიანელინისტური ხანის რკინის იარაღი. ასევე გამოვლინდა შუა საუკუნეების ნამოსახლარი, სადაც XII-XIII საუკუნეებისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვ. შესაძლოა ეს არქიტექტურული სტრუქტურა 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა. ნამოსახლარზე ნაპოვნ მასალასთან ერთად გამოვლინდა ადრეშუასაუკუნეების პერიოდის მარანიც 12 ქვევრით.[3]

საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მანგანუმის მოპოვება, მერძევეობა, მებოსტნეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1882 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 2846 1431 1415
2014[1]   1882 965 917

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა პოეტი გიორგი წერეთელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება