ბჟინევი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბჟინევი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბჟინევისოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ითხვისის თემი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარეების ყვირილისა და ფრონის შუამდინარეთში. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ჭიათურიდან 18 კილომეტრი, ქუთაისიდან – 84 კმ,. თბილისიდან – 194 კმ. შემორჩენილია დიდველის ციხე.

სოფელი
ბჟინევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თემი ითხვისი
კოორდინატები 42°17′35″ ჩ. გ. 43°22′33″ ა. გ. / 42.29306° ჩ. გ. 43.37583° ა. გ. / 42.29306; 43.37583
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 518[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბჟინევი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბჟინევი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
ბჟინევი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ბჟინევი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)

ბჟინევი დატანილია XVIII საუკუნეში შედგენილ ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე. აქვეა მონიშნული აბდუშელიშვილების ციხე-დარბაზი. სოფელს იცნობს XVIII საუკუნის გერმანელი მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 518 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[2] 562
2002[3]   671 339 332
2014[1]   518 275 243

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ბჟინევის (დიდველის) ციხე. ის მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთ ნაწილში და შედიოდა XIII-XIV საუკუნეების ციხესიმაგრის კომპლექსში, რომელიც 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრამ თითქმის მთლიანად დაანგრია. სოფელში დგას შუა საუკუნეების ეკლესიაც. სოფელში არის საზოგადო მოღვაწის – იპოლიტე ვართაგავას მემორიალური სახლი და საგვარეულო მარანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 477.
  • დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 45

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 477.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II