ბჟინევის ციხე, დიდველის ციხე — ციხესიმაგრე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევში.

1939 წლიდან საჩხერის არქეოლოგიური კვლევა-ძიება დაიწყო პროფესორმა ბორის კუფტინმა. 1951 წელს მან გათხარა ბჟინევის, იგივე დიდველის ციხე. დიდველის ციხე წარმოადგენდა სათვალთვალო-საგუშაგო კოშკს, რომლის აშენების ხანად ბ. კუფტინმა XVII საუკუნის დასაწყისი მიიჩნია. ციხის მახლობლად ბორის კუფტინმა გათხარა ყორღანი, სადაც აღმოჩნდა ადრეული ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ნივთები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვართაგავა ა., საჩხერის რაიონის მატერიალური კულტურის ძეგლები ქორეთის საშუალო სკოლის მუზეუმის მასალების მიხედვით, სადიპლომო შრომა (დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), 1966, გვ., 2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16842