იპოლიტე ვართაგავა
იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა (ფსევდონიმები: ნეზდეშნის, სალგირ) (დ. 30 იანვარი, 1872, ხეთა, ზუგდიდის მაზრა — გ. 6 იანვარი, 1967, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, მწერალი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1946).
იპოლიტე ვართაგავა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 30 იანვარი, 1872 |
დაბადების ადგილი | ხეთა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 1967 (94 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | კრიტიკოსი და მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სასულიერო სემინარია და ყაზანის სასულიერო აკადემია |
ბიოგრაფია რედაქტირება
1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია ხოლო 1899 წელს — ყაზანის სასულიერო აკადემია. მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარსხი. 1899-1907 წლებში მსახურობდა ყოფილი ტავრიდის გუბერნიაში, ქალაქ სიმფეროპოლში სასულიერო სემინარიაში რუსული ლიტერატურის და სიტყვიერების მასწავლებლად; 1907-1918 წლებში იყო ტფილისის სასულიერო სემინარიაში რუსული ენის მასწავლებლად; 1918-1919 წლებში მე–8 გიმნაზიაში რუსული სიტყვიერების მასწავლებლად; 1919-1921 წლებში ამავე საგნის მასწავლებლად მე–14 ტექნიკუმში; 1921-1926 წლებში ჭიათურაში ჯერ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ქართულ და რუსული ენების მასწავლებლად, შემდეგ ჭიათურის 9 წლედის გამგედ; 1925-1927 წლებში ხეთის 9 წლედის გამგედ; 1927-1928 წლებში ფინსახკომის გამგეობაში მყოფ უმაღლეს ეკონომიურ–ფინანსურ კურსების სასწავლო ნაწილის გამგედ; 1930 წელს მიიწვიეს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში სტილის კორექტორად; ამავე წელს დანიშნეს საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების საინფორმაციო სექტორის გამგედ; 1936 წელს ქალაქ სოხუმში მესამე სკოლის მასწავლებლად; 1937 წლიდან ქალაქ გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლექტორად; ამავე დროს იყო გორის 1 და 4 საშუალო სკოლებში ქართული ლიტერატურის მასწავლებელი. 1939-1946 წლებში იყო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლექტორი.
ავტორია უამრავი პუბლიცისტური, კრიტიკული, მეცნიერული ხასიათის სტატიებისა და წიგნებისა; მათ შორის: „საბჭოთა კავშირი – ერთად–ერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა კლებულობს“, „აღდგომის დღესასწაულის წარმოშობა და მისი წესები“, „აღმოსავლეთის რელიგიების ისტორია“ (1931), „მარქსიმ გორკი“ (1931), „რას წარმოადგენს რელიგია თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნებში?“, „დავით კლდიაშვილი“; გარდა ამისა დაწერა მონოგრაფიები: „შევჩენკოს ცხოვრება და შემოქმედება“, „ლერმონტოვი როგორც ნაციონალური პოეტი“.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი რედაქტირება
- აღმოსავლეთ საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებელთა კავშირი, წევრი, თავმჯდომარე
- საქართველოს მწერალთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
- სრულიად საქართველოს განათლების მუშაკთა კავშირის გამგეობა, წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი
- ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
- ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების საბჭო, წევრი
- ჭიათურის მასწავლებელთა ადგილკომი, თავმჯდომარე
- ჭიათურის რაიონის განათლების მუშაკთა კავშირის სარევიზიო კომისია, თავმჯდომარე
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა რედაქტირება
- მეგრელიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 301-302.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 142, თბ., 1994