ხეთა

სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში

ხეთასოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხეთა, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა).[2] მდებარეობს ურთის მთის სამხრეთ–დასავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 50 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 8 კილომეტრით.

სოფელი
ხეთა

თეატრონი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ხეთაში
ზვიად ავალიანის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
თემი ხეთა
კოორდინატები 42°21′12″ ჩ. გ. 41°50′30″ ა. გ. / 42.35333° ჩ. გ. 41.84167° ა. გ. / 42.35333; 41.84167
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 364[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხეთა — საქართველო
ხეთა
ხეთა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ხეთა

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 364 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 851 393 458
2014[1]   364 176 188

ხეთაში არის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 1985 წლის მაისში გაიხსნა. იგი ხეთის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მუზეუმის დაარსების ისტორია საკმაოდ საინტერესოა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ამირან ლატარიას დედამ ქალბატონმა ლიზამ თავისი კარმიდამო მუზეუმის მოსაწყობად სახელმწიფოს გადასცა. მისი ოდა სახლი ახლაც ეზოში დგას. მუზეუმის წინ თეატრონია, რომელიც ხუთი ათასზე მეტ ადამიანს იტევს. მუზეუმის ეზოს უკანა მხარეს ხელოვნური ბორცვია, რომელსაც ხსოვნის კუნძული ჰქვია. მის ცენტრში დაკრძალულნი არიან დედა-შვილი ლიზა და ამირან ლატარიები, ამირანის ნეშტი ქერჩიდან ჩამოასვენეს. ირგვლივ რაიონის სოფლების რაოდენობის შესაბამისი ლოდები აწყვია, რომლებიც სიმბოლურად ამ სოფლებიდან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. 1995 წლამდე მუზეუმი მემორიალური ტიპისა იყო, შემდგომ იგი გადაკეთდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. აქ გამოფენილია მასალები, რომლებიც ასახავენ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას უძველესი დროიდან დღემდე.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხეთა&oldid=4528639“-დან