ურთის მთა

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურთა.

ურთის მთა — განმარტოებული მაღლობი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ პერიფერიაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 446 მეტრი. წარმოადგენს ბრაქიანტიკლინს, რომლის ბირთვი აგებულია ზედაცარცულ, ხოლო ფრთები — ნეოგენური და პალეოგენური ტერიგენური ქანებით. მაღლობზე მძაფრადაა განვითარებული კარსტი. შემოსილია წიფლნარით, შემონახულია დაფნის ბუნებრივი ტყის ნაშთები.

ურთის მთა
კოორდინატები: 42°23′30″ ჩ. გ. 41°50′29″ ა. გ. / 42.39167° ჩ. გ. 41.84139° ა. გ. / 42.39167; 41.84139
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხობის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 446 
ურთის მთა — საქართველო
ურთის მთა
ურთის მთა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ურთის მთა

ლიტერატურა

რედაქტირება