დარკვეთი
დარკვეთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ზოდის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
დარკვეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზოდი |
კოორდინატები | 42°19′29″ ჩ. გ. 43°19′49″ ა. გ. / 42.32472° ჩ. გ. 43.33028° ა. გ. |
პირველი ხსენება | [[XVIII საუკუნე]] |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 887[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 580 მეტრზე. ჭიათურიდან დაშორებულია 8 კმ-ით, ქუთაისიდან — 76 კმ-ით, თბილისიდან — 181 კმ-ით. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, გადის საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზა.
სოფლის მახლობლად არის დარკვეთის, სამგლეკლდის, ორმოების (კოჟების), სამელეკლდის, ძუძუანას მღვიმეები. სოფელს პირველად იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (XVIII ს.).
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 887 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1134 | 574 | 560 |
2014[1] | 887 | 424 | 463 |
არქეოლოგია
რედაქტირებასოფელ დარკვეთში ეხი გაითხარა 1968-1972 წლებში. გამოვლინდა 5 სხვადასხვა ფენა, რომლებშიც ნაპოვნია კაჟის, რიყის ქვისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღები, სამკაული, ძვლის ნაწარმი, კერამიკა, ჭურჭელი. სოფელში არის X–XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — წმ. გიორგის ეკლესია.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებადარკვეთში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც X–XI საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თავდაპირველად იგი ერთნავიანი ყოფილა, შემდეგ გარსშემოსავლელი მიუშენებიათ. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[3].
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 327.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 43
- ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2021-01-01.