სურმუშისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაშის თემში.[2] მდებარეობს მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. სურმუშს ჩრდილოეთიდან მდ. ხელიშური (თეთრიღელე) ჩამოუდის. აქვეა აგებული ლაჯანურჰესის კაშხალი, სოფელი ცნობილია სამკურნალო გოგირდოვანი წყლებით.[3]

სოფელი
სურმუში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი
თემი ლაილაში
კოორდინატები 42°35′31″ ჩ. გ. 42°52′31″ ა. გ. / 42.59194° ჩ. გ. 42.87528° ა. გ. / 42.59194; 42.87528
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 143[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სურმუში — საქართველო
სურმუში
სურმუში — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სურმუში

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 143 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 509
1911[5]   546
2002[6]   205 98 107
2014[1]   143 62 81