ლაჯანურა
მდინარე საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ლაჯანურა — მდინარე საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2710 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართობი 296 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 10,5 მ³/წმ. მკაცრ ზამთარში ახასიათებს ყინულნაპირისი და თოში. მდინარეზე აგებულია ლაჯანურის წყალსაცავი.
ლაჯანურა | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ლეჩხუმის ქედი |
სათავის სიმაღლე | 2710 მ |
შესართავი | რიონი |
სიგრძე | 32 კმ |
აუზის ფართობი | 296 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 10,5 მ³/წმ |
![]() |
ლიტერატურარედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 151.