სოჩხეთი
სოჩხეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ძმუისი, წყნორი). მდებარეობს ნაქერალის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, ტყიბულიდან 12 კილომეტრი. სოფელში დგას 1500 წლოვანი ხე და მოედინება მინერალური წყალი.
სოფელი | |||
---|---|---|---|
სოჩხეთი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | იმერეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | სოჩხეთი | ||
კოორდინატები | 42°23′24″ ჩ. გ. 42°54′43″ ა. გ. / 42.39000° ჩ. გ. 42.91194° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XVIII საუკუნე | ||
ცენტრის სიმაღლე | 560 მ | ||
მოსახლეობა | 346[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
სოფელი დასახლებული იყო ანტიკურ ხანაში. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში. სოფელში გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ტყიბული-ქუთაისი. სოფელში არის საჯარო სკოლა[2] და საბავშვო ბაღი.
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 346 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 689 | 327 | 362 |
2014[1] | 346 | 171 | 175 |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 485.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II