წყნორი
წყნორი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სოჩხეთის თემში. მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჭალის (წყალწითელას აუზი) ზემოთში. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ტყიბულიდან 14 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 466 კაცი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში.
სოფელი | |
---|---|
წყნორი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
თემი | სოჩხეთი |
კოორდინატები | 42°23′47″ ჩ. გ. 42°53′22″ ა. გ. / 42.39639° ჩ. გ. 42.88944° ა. გ. |
პირველი ხსენება | XV საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
მოსახლეობა | 306[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 306 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 466 | 226 | 240 |
2014[1] | 306 | 156 | 150 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 372.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II