ილორი

სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

ილორი (აფხ. Елыр) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის პირას, ოჩამჩირესთან სიახლოვეს.

სოფელი
ილორი
Елыр

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°41′44″ ჩ. გ. 41°29′58″ ა. გ. / 42.69556° ჩ. გ. 41.49944° ა. გ. / 42.69556; 41.49944
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ილორი — საქართველო
ილორი
ილორი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ილორი
ილორის მდებარეობა ოჩამჩირის რაიონში

ეს მიდამო პირველად ისტორიული წყაროებში ნახსენებია XI საუკუნეში. შუა საუკუნეებში ილორი სამეგრელოს სამთავროს ნაწილი იყო. ამ სოფელში მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი - ილორის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც XI საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული.

დემოგრაფია რედაქტირება

1886 წელს ილორში ცხოვრობდა 1120 მართლმადიდებელი ქრისტიანი და 6 სუნიტი მაჰმადიანი. ილორში ორი თავადი, 136 აზნაური, 6 სასულიერო პირი და 982 გლეხი სახლობდა.

სოფლის მოსახლეობა 1989 წელს ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული. 1926 წლის აღწერით მოსახლეობის ნახევარი აფხაზად ჩაეწერა, დანარჩენი ქართველად. ამავე დროს მცხოვრებთა მხოლოდ 5,6 %-მა დაასახელა მშობლიურ ენად აფხაზური, 91,1 %-მა მთავარ ენად მეგრული აღნიშნა. შემდგომში ილორის თითქმის მთელი მოსახლეობა ქართველად მოიხსენებს თავს. 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად სოფელი ილორი თითქმის მთლიანად განადგურდა (განადგურებულია 350 საცხოვრებელი სახლი) და გაუკაცრიელდა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876[1] 1091
1886   1126
1989[2]   2099
2011   134

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება