ილორის წმინდა გიორგის ეკლესია
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა და მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე. ორფერდა გადახურვით. იგი მეტალოპლასტმასის კრამიტითაა გადახურული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კლდის ფლეთილი და ქვიშაქვის ქვები. კარისა და სარკმლის ღიობების მოჩარჩოებისათვის დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებია გამოყენებული. ეკლესიაში შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთ და სახმრეთ კედელში. დასავლეთის კარის ღიობი უსახური „ჟალუზითაა“ დაფარული, ხოლო სამხრეთის კარზე მიდგმულია მცირე ზომის პორტიკი. ეკლესიის შიდა სივრცე ნათდება დასავლეთ და ჩრდილოეთ კედელში ერთმანეთის პარალელურად დატანილი ორ-ორი და აღმოსავლეთ კედელში დატანილი ერთი სარკმლის ღიობით. ეკლესიის ინტერიერი მოხატულობის გარეშეა. იატაკი ბაზალტის ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. კანკელის ხისგანაა ამოყვანილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21490