ოძისი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
ოძისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, მჭადიჯვრის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. სოფელ ოძისიდან იყო დრამატურგი და პოეტი გიორგი ერისთავი. შემორჩენილია მისი სახლ-მუზეუმი.
სოფელი | |
---|---|
ოძისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მჭადიჯვარი |
კოორდინატები | 42°02′55″ ჩ. გ. 44°29′50″ ა. გ. / 42.04861° ჩ. გ. 44.49722° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 730 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 513[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 92,8 % ოსები 6,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ისტორია
რედაქტირებაოძისი დასახლებული იყო ადრეული ბრინჯაოს ხანიდან. ქართულ საისტორიო წყაროებში მოხსენიებულია XV საუკუნის შუა წლებიდან. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფელში მცირე ყმა-მამულს ფლობდნენ სურამელი აზნაურები — აბაზაძეები. XV-XVII საუკუნეებში სოფლის ძირითადი ნაწილი საქართველოს სამეფო სახლის საკუთრება იყო, ხოლო ყმა-მამულების ნაწილი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ქსნის ერისთავებს, გამრეკელ-ჯავახიშვილებს, სააკაძეებს, ამილახვრებს. ოძისი წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა, რომელსაც აქ თავისი კუთვნილი მამულები ჰქონდა. სოფელში განვითარებული იყო მებაღეობა-მევენახეობა. შუა საუკუნეებში აქ გამოყვანილი იყო სარწყავი არხი მდინარე ქსნიდან. სოფელთან ახლოს გადიოდა ე. წ. „ლეკთა გზა“. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა რაზმების გამუდმებულმა შემოსევებმა სოფელი დააკნინა. XIX საუკუნეში ოძისი კვლავ აღდგა და მომძლავრდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 513 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 581 | 299 | 282 |
2014[1] | 513 | 248 | 265 |
სოფელ ოძისში მცხოვრებ გვარებს შორის არიან მთის სოფლებიდან ჩამოსახლებულები. აქ მცხოვრები ღუნაშვილები მოსული არიან ქვემო ალევიდან, ყოჩიშვილები — ყოჩიაანთიდან, ჩიტიშვილები — ჩიტიაანთიდან, ხუციშვილები — თოხთიდან, შერმადინები — გავაზიდან.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 288.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.