მირზაანი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მირზაანი[3][4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 770 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
მირზაანი | |
ალავერდის ეკლესია მირზაანში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°33′48″ ჩ. გ. 45°58′20″ ა. გ. / 41.56333° ჩ. გ. 45.97222° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 770 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 433[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,5 % სომხები 1,2 % რუსები 1,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 1605[2] |
სოფელში დაიბადა გამოჩენილი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანი, აქ მდებარეობს მისი სახლ-მუზეუმი.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 433 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 672 | 303 | 339 |
2014[1] | 433 | 198 | 235 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული ძეგლი[6]:
- მირზაანის ალავერდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- მირზაანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- კავთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- მირზაანის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- მირზაანის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი;
- მირზაანის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი;
- ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი — ისტორიული ძეგლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 10.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 116.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 70.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 294-299.