კავთის ეკლესია
კავთის ეკლესია — არქიტეტქტურული ძეგლი დგას სოფელ მირზაანში, მცირე ბორცვზე. თარიღდება შუა საუკუნეებით.ეკლესია დარბაზულია ძირითადად ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, გარეთა კუთხეები, კარ-სარკმელთა ღიობები და ლავგარდანი აგურით.
2007-2008 წლებში ეკლესია შეკეთდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური დახმარებით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან ოდნავ შესრული თაღითაა გადახურული, შიგნიდან კი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევაწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე მცირე, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა ერთი მსგავსი სარკმელი დასავლეთის კედელშიცაა აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ კედელზე აგურით ნაშენი ოთხწახნაგა ტრაზეია მიდგმული მსგავსი, ოღონდ ოდნავ მცირე ტრაპეზია მიშენებული ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთაც იგი როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა აფსიდის ბაქანი დარბაზის იატაკთან მიმართებით საფეხურითაა შემაღლებული და რიყის ბრტყელი ქვებითაა მოგებული. ეკლესია შიგნით გადახურულია რიყის ქვით ნაწყობი სამკუთხა კამარით, თითქმის იგივე ფორმისაა კონქის თაღიც რომელიც წვერში ოდნავ მომგვალებულია. ეკლესიის ფასადები სადაა, ერთადერთ დეკორაციულმახვილს ქმნის დასავლეთის სარკმლის საპირე რომელიც ცისფრად მოჭიქული აგურითაა გამოყვანილი. შენობა დასრულებულია სამ სართულიანი ლავგარდნით რომლის ქვედა და ზედა საფეხურები ჩვეულებრივად დაწყობილიი აგურის რიგითაა გამოყვანილი შუა კი კუთხით შვრილი აგურის რიგით. ეკლესიის სახურავის კეხის დასავლეთის კიდეში შემორჩენილი იყო აგურის სამრეკლოს ოთხწახნაგა საფუძვლის ნაშთი, რომელიც შეკეთების დროს მოიხსნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 296.