მთავარი მენიუს გახსნა

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი — ისტორიული ძეგლი მდებარეობს სოფელ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის ფიროსმაანთ უბანში.

დაარსდა 1960 წელს მხატვრის მიერ 1898 წელს აშენებული სახლის ბაზაზე. კომპლექსში შედის: საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობები, 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი, რომელშიც ექსპონირებულია მხატვრის ორგანული ტილოებით („გარმონზე დამკვრელი ქალი“, „ქალი სააღდგომო კვერცხებით“, „შოთა რუსთაველი“). მუზეუმში დაცულია 9000-ზე მეტი ექსპონანტი, მათ შორის ფიროსმანის 1890 წელს შევსებული პირადი საქმე რომელიც ნათელს ჰფენს ფიროსმანის ბიოგრაფიას: პაბლო პიკასოს ლითოგრაფია „ფიროსმანაშვილის პორტრეტი“. ასევე მუზეუმში ინახება XX საუკუნის ქართველ მხატვართა ნამუშევრები XX საუკუნის ქიზიყური ყოფის ამსახველი ექსპონანტები, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, სამუშაო იარაღები და სხვაა.

ლიტერატურარედაქტირება