ტაბახმელა
ტაბახმელა — სოფელი თბილისში მთაწმინდის რაიონში. ზღვის დონიდან 1020 მ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2073 კაცი.
სოფელი | |
---|---|
ტაბახმელა | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდა |
კოორდინატები | 41°39′11″ ჩ. გ. 44°45′29″ ა. გ. / 41.65306° ჩ. გ. 44.75806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1020 მ |
მოსახლეობა | 2073 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,1 % სომხები 0,8 % რუსები 0,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად თამარის ისტორიკოსთან მოიხსენიება, როგორც მისი ერთ-ერთი სააგარაკე ადგილი. ტაბახმელა თავად სოლოღაშვილების, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი ორბელიანების სამფლობელო მამული იყო. ქართველებმა ტაბახმელასთან არაერთი მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. 1921 წლის თებერვალში რუსეთის XI არმიის შემოტევას ტაბახმელასთან და კოჯორთან გმირულად იგერიებდნენ ქართველები.
2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: წავკისი, შინდისი), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1911[1] | 578 |
2002 | 2036[2][3] |
2014 | 2073[4] |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 634.
- ალ. ბოშიშვილი, თბილისის გარეუბნების ისტორია — კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი, თბ. 2010.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 205.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-09-16.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2013-09-16.
- ↑ georgia-ethnic-2014