წავკისი
წავკისი — სოფელი თბილისში, მთაწმინდის რაიონში. თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მეტრის სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 15 კმ, გარდაბნიდან 50 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1083 კაცი.
სოფელი | |
---|---|
წავკისი | |
სოფ. წავკისის ხედი უძოს მთიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
კოორდინატები | 41°40′16″ ჩ. გ. 44°44′09″ ა. გ. / 41.67111° ჩ. გ. 44.73583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
მოსახლეობა | 1083 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 99,2 % რუსები 0,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი წავკისი ისტორიულ წყაროებში პირველად 1398 წელს მოიხსენიება, კერძოდ, ალექსანდრე მეფის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში, რომლითაც მეფემ სვეტიცხოველს შეწირულობა „მახრაღაჯითა და ხეკორძითურთ“ განუახლა.[1][2] სავარაუდოა, რომ წავკისზე მფლობელობა სვეტიცხოველმა 1578 წელს ქართლში ოსმალების გაბატონების გამო დაკარგა. მოგვიანებით, 1595 წელს, სვიმონ მეფემ (1556-1600 წ.წ.) წავკისი მეტეხის ტაძარს შესწირა, მაგრამ 1677 წლის 7 მაისს ლევან და გიორგი ბატონიშვილებმა (ვახტანგ V-ის შვილები) იგი სვეტიცხოველს განუახლეს და ხელახლა შესწირეს.[3][4] ბერი ეგნატაშვილის ცნობით წავკისელი იყო როსტომ ხანის დედა.
საისტორიო საბუთების თანახმად, წავკისი საციციანოში შედიოდა: 1721 წლის აღწერით ირკვევა, რომ ამ დროს წავკისის მებატონეები არიან ვახტანგ V-ის (შაჰნავაზი) (1658-1675 წ.წ.) „დარბაისელი“ უთრუთ ციციშვილი, პაპუნა ციციშვილი (სარდლიშვილი) და ზაზა ციციშვილი (სარდლიშვილი),[5] ხოლო 1781 წლის ტფილისის მიდამოების სოფლების მოსახლეობის აღწერის დავთრიდან ჩანს, რომ წავკისის მებატონეები გივი და თეიმურაზ ციციშვილები არიან. წავკისი ქვემო ციციშვილების მამული იყო, რის გამოც, ხშირად, მოსახლეობის მიგრაცია წავკისში ქვემო ციციშვილების სხვა სოფლებიდან — ნიჩბისი, ყინწვისი, ქვენაფლავი და სხვა, ხდებოდა.[6]
XVIII საუკუნიდან ციციშვილების საგვარეულოს დასუსტების შედეგად, მათი მამულების ნაწილი თბილისის მელიქ-მამასახლისების, ბებუთაშვილების ხელში გადავიდა. იოანე ბატონიშვილის მიერ XIX საუკუნის დამდეგს ჩატარებულ აღწერაში ტფილისის სამხრეთით მდებარე სოფლების სიებში აღნიშნულია „ქ. წავკისი“.[7] საბჭოთა პერიოდში შედიოდა გარდაბნის რაიონის ტაბახმელის სასოფლო საბჭოში. განვითარებული იყო მემინდვრეობა. 2007 წლიდან შევიდა თბილისის შემადგენლობაში და 2007-2013 წლებში ეკუთვნოდა დიდგორის რაიონს, 2013 წლიდან კი მთაწმინდის რაიონშია.
მოსახლეობა
რედაქტირებარუსეთის იმპერიის აღწერის თანახმად, 1804 წელს წავკისი 302 დესეტინაზე[8] ყოფილა გაშლილი, სადაც გლეხების მხოლოდ ცხრა კომლია დასახელებული; ამ დროს აქაურობის მებატონეები ყოფილან ფარსადან, ზაზა და უთრუთ ციციშვილები.[9] სინამდვილეში, ყველა მონაცემით მოსახლეობის რაოდენობა მეტი უნდა იყოს: ადვილი შესაძლებელია, წავკისის აღწერისას შეცდომა იყოს დაშვებული, რადგან ცნობილია, რომ 1781 წელს იქ 16 კომლი ცხოვრობდა,[10] ხოლო 1817 წელს — 27.[11] ამ ორი აღწერის შუა პერიოდში მხოლოდ 9 კომლის არსებობა საეჭვოა. შესაძლებელია, რომ მებატონეები, გადასახადების შემცირების მიზნით, შეგნებულად მალავდნენ ყმების რეალურ რაოდენობას.
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1989 | 1100 |
2002 | 1199[12] |
2014 | 1083[13] |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- როსტომ ხანის (1633-1658 წ.წ.) დედა.[14]
- თინა წავკისელი — ცნობილი ქართველი მებრძოლი ქალი ერეკლე II-ის მმართველობის პერიოდში.
ეკლესიები
რედაქტირებასოფელში სამი ეკლესია და ერთი სამლოცველო დგას.
მარიამის გუმბათოვანი ეკლესია XVI საუკუნისაა. ნაგებია უხეშად გათლილი ქვით და აგურით. ინტერიერში შემონახული თაბაშირით ჩამოსხმული კანკელის ჩუქურთმები XVII საუკუნის საუკეთესო ნიმუშებს მიეკუთვნება.
ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია გადაკეთებულია ძველი ეკლესიიდან. მის ახლოს ადრე კოშკი მდგარა, რომელიც ახლა დანგრეულია.
წმინდა სარქისის ეკლესია XIX საუკუნისაა და ცრუ გოთიკის სტილს მიეკუთვნება.
სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილია უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები პატარა სამლოცველოს ნანგრევები. შენობა თარიღდება 1493 წლით. კამარა და კარ-სარკმლის ღიობები ამოყვანილია აგურით. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 960, ISBN 99928-20-32-2.
- გიგინეიშვილი გ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 285.
- ბოშიშვილი, ალ. თბილისის გარეუბნების ისტორია — კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, წავკისი, წყნეთი, თბილისი, 2010.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბოშიშვილი, ალ. წავკისის ეკლესიის „სამშენებლო“ წარწერის შესახებ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“, ISSN 1987-8583
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის I წიგნი (X-XVII ს.ს.-ის ისტორიული დოკუმენტების მიხედვით), გამოსაცემად მოამზადეს ზ. ალექსიძემ და შ. ბურჯანაძემ. თბილისი. 1964, გვ. 257
- ↑ ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ. ტომი II. ტფილისი, 1897, გვ. 195
- ↑ მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის I წიგნი (X-XVII ს.ს.-ის ისტორიული დოკუმენტების მიხედვით), გამოსაცემად მოამზადეს ზ. ალექსიძემ და შ. ბურჯანაძემ. თბილისი. 1964, გვ. 257
- ↑ კაკაბაძე ს. ისტორიული საბუთები. IV. თბილისი. 1913, გვ. 53-54
- ↑ აღწერა მეწინავე დროშისა საბარათაშვილოსა და სომხითისა. შედგენილი ვახტანგ მეექვსის ბრძანებით ვახუშტი ბატონიშვილის და გივი თუმანიშვილის მიერ 1721 წელს. „მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში“. ექ. თაყაიშვილის გამოცემა. თბილისი. 1907
- ↑ ტფილისის მიდამოების სოფლების 1781 წ. ხალხის აღწერის დავთარი // ივ. ჯავახიშვი¬ლი, საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები. წიგნი I. დემოგრაფიული ძეგლები, აღმოსავლეთ საქართველოს XVIII საუკუნის ხალხის აღწერის დავთრები. თბილისი. 1967, გვ. 165
- ↑ იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს თ. ენუქიძემ და გ. ბედოშვილმა. თბილისი. 1986, გვ. 46
- ↑ დესეტინა - მიწის საზომი ერთეული ძველ რუსეთში, მოქმედებდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. ერთი დესეტინა 2400 კვ. საჟენს, ანუ 1,09 ჰექტარს, უდრის.
- ↑ სცსა, ფონდი №254, აღწ. №1, საქმე № 74, გვ. 43.
- ↑ ტფილისის მიდამოების სოფლების 1781 წ. ხალხის აღწერის დავთარი // ივ. ჯავახიშვი¬ლი, საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები. წიგნი I. დემოგრაფიული ძეგლები, აღმოსავლეთ საქართველოს XVIII საუკუნის ხალხის აღწერის დავთრები. თბილისი. 1967, გვ. 165
- ↑ სცსა, ფონდი №254, აღწ. 1, საქმე №477, გვ. 27-28
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ georgia-ethnic-2014
- ↑ ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტომი II. თბილისი. 1959