მელიქ-მამასახლისი
მელიქ-მამასახლსი — მაღალი რანგის მოხელე შუა საუკუნეების თბილისში. ეს სახელი XVII საუკუნის I მეოთხედში მელიქისა და მამასახლისის თანამდებობების შეერთების შედეგად წარმოიშვა. მელიქ-მამასახლისი თბილისის მოურავის შემდეგ უპირველესი მოხელე იყო. მას ქალაქის მოსახლეობის ზედაფენიდან ნიშნავდა მეფე. მას ევალებოდა ვაჭრობის საქმეების წარმოება, სასამართლო საქმეების განხილვაში, ნიხრის დაწესებაში მონაწილეობა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან მელიქ-მამასახლისი სამეფო ფინანსების საქმებსაც განაგებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 657, თბ., 2002