აბისი[2][3]სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, დოღლაურის ვაკეზე, მდ. ლოპანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ქარელი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: აბისისთავი, ბერძენაული). მდინარეების ლოპანისწყლისა და დასავლეთის ფრონეს შესართავთან. ზღვის დონიდან 670 მეტრი ქარელიდან 15 კილომეტრი.

სოფელი
აბისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი აბისი
კოორდინატები 42°05′43″ ჩ. გ. 43°45′36″ ა. გ. / 42.0953528° ჩ. გ. 43.7601583° ა. გ. / 42.0953528; 43.7601583
ცენტრის სიმაღლე 670
მოსახლეობა 399[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,2 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
აბისი — საქართველო
აბისი
აბისი — შიდა ქართლი
აბისი
აბისი — ქარელის მუნიციპალიტეტი
აბისი

აბისი პირველად მოხსენებულია 1633 წელს საბუთში, როგორც ავალიშვილების კუთვნილი მამული. 1779 წელს სოლომონ რევაზიშვილის და გლახა მახვილაძის შორის, აბისის მფლობელობის თაობაზე ატეხილი დავა ერეკლე II-მ გლახა მახვილაძის სასარგებლოდ გადაწყვიტა. XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში სოფელი დაღესტნლელ ფეოდალთა რაზმებმა ორჯერ ააოხრეს. XVIII საუკუნის 50-იან წლებში აბისსში ყმები ჰყოლია თავად ამირეჯიბს. 1858 წელს აპრილში აბისის გლეხებმა უარი განაცხადეს ფულად და ნატურალურ გადასახადებზე. 11 კაცისგან შემდგარმა დელეგაციამ გორის მაზრის უფროსს მიმართა თხოვნით, რასაც შედეგი არ მოჯყოლია. იმავე წლის 25 აპრილს სოფელში ჩააყენეს ეგზეკუცია. მოთავეები დააპატიმრეს. გამოცხადდა გაქცეულ გლეხთა ძებნა. აბისის ერთ-ერთი უბანი, აბისისთავი, დღეს ცალკე სოფელია.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 399 ადამიანი.

სოფელში ცხოვრობენ ლომიძეები, გოგალაძეები, ნადირაძეები, ცხვედაძეები, ლურსმანაშვილები და სხვა.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 482 - -
2002[4] 517 259 258
2014[1]   399 212 187

აბისი პირველად 1633 წელს იხსენიება. ამ დროს იგი ავალიშვილების სამკვიდრო მამული იყო. XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში დაღესტნელ და ოს ფეოდალთა მოთარეშე რაზმებმა ააოხრეს. XVIII საუკუნის ბოლოს ამირეჯიბის მფლობელობაში გადავიდა. XIX საუკუნის ადმინისტრაციული დაყოფით გორის მაზრაში შედიოდა.

სოფლის გარეუბანში შემონახულია XVIII საუკუნის II ნახევრის ციხე დარბაზი და ნათლისმცემლის ეკლესია. თავდაპირველად აქ იდგა ნატეხი ქვით ნაგები ოდნავ წაგრძელებული კოშკური ნაგებობა, რომელსაც ოთხივე კუთხეში მიდგმული ჰქონდა თითო მრგვალი კოშკი. სართულებშუა გადახურვა შუაშიც და კუთხის კოშკებში ხისა იყო. ცენტრალური კოშკის II სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა (არის ბუხარიც). ვიდრე ჩრდილოეთიდან ახალ სადგომს მიაშენებდნენ, აქედან იყო ერთადერთი შესასვლელი II სართულის დონეზე, შემდეგ შესასვლელი სამხრეთიდან გაუკეთებიათ ეკლესიის კედლის სისქეში ჩართული კიბის საშუალებით, რომელიც კოშკში საგანგებოდ გაჭრილი შესასვლელისაკენ მიემართება. 1754 წელს ამოკვეთილი ეკლესიის წარწერებიდან ირკვევა, რომ კოშკი და ეკლესია ზაალ მახვილაძეს აუშენებია. სოფლის განაპირას, სასაფლაოზე წმინდა მარინეს ერთნავიანი ეკლესია დგას. სტილისტიკური ნიშნებით X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, შეკეთებულია XIX საუკუნეში და XX საუკუნის 70-იან წლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ს. მაკალათია, „ფრონის ხეობა“, თბ., 1963