ნადირაძეები
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნადირაძეები}} |
ნადირაძეები — ქართული გვარი. ნადირაძეების გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან-ნადირა. ნადირაძეების, პირველი წინაპარი მოსულა აჭარიდან და დასახლებულა ზემო იმერეთში. ნადირაძეებმა, აზნაურობა მოიპოვეს XVIII საუკუნეში. ქართულ საისტორიო საბუთებში, ნადირაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.
1568 წელს იმერთა მეფემ გიორგი II (იმერეთის მეფე)-მ თავად ბეჟან ნემსაძეს განდგომილებისათვის ყმა-მამული ჩამოართვა და გელათის ღვთისმშობელს შესწირა. შეწირულობის სიგელში იხსენიებიან ოკრიბას სოფელ ცხუნკურში და ჩუნეშში (ცხუნკურის თემი) მცხოვრები ნადირაძენი. XVII საუკუნის I მეოთხედის ნასყიდობის წიგნის მიხედვით, პაატა ნადირაძე შიდა ქართლში მამულს ყიდულობს. 1631 წელს ქვემო ქართლში, სამნა ნადირაძემ ერთი დღის ნაფუძარი მიჰყიდა უმეკა ბარათაშვილს. 1660-1681 წლების იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის (იმერეთის მეფე) წყალობის სიგელში ქაიხოსრო წერეთლისადმი იხსენიებიან სოფელ გორისას მცხოვრები ნადირაძენი. XVII საუკუნის ჩხერელ გლეხთა საჩივრის წიგნში ნადირაძე ჩხერის ციხის მეციხოვნედ იხსენიება. 1722-1733 წლების სვიმონ აბაშიძის თავდებობის წიგნში პაპუნა წერეთლისადმი მოწმეებად დასახელებულნი არიან თამაზა, ზურაბა და ღონენა ნადირაძეები. 1766 წლის განჩინებაში იხსენიება საამილახოროს სოფელ ფხვენისს მცხოვრები ნასყიდა ნადირაძე. 1777 წლის ბასილაშვილის არზიდან ირკვევა, რომ საამილახვროში მცხოვრები ნადირაძენი ქსნის საერისთავოსა და კახეთში გადასულან. XVIII საუკუნე, კარგი პერიოდი იყო ამ გვარისთვის. ამ დროს, ზემო იმერეთიდან, გადმოდის გიორგი ნადირაძე ფალავანდიშვილების სამფლობელოში. მას, ეყოლება ვაჟები:რომანოზი, სოლომონი, იასონი ხოლო სამი სხვა არაა ცნობილი. ერთ-ერთი კახეთში წასულა, ერთ-ერთი ადრე გარდაცვლილა. დარჩა რომანოზი, რომელმაც შეიძინა დიდი ქონება, სოფელ ქალეთში და დასახლდა კიდეც. მას, ჰქონდა მამულები, ვენახები, დიდი სახლები, ჰქონდა რამდენიმე მამული იმერეთში, ოქროულობა, ვერცხლეულობა და ა. შ. მას ჰქონდა აუარაბელი ქონება, მან მიაღწია ზუსტად აზნაურობამდე. XVIII საუკუნეში, ისინი ხდებიან აზნაურები საიდანც მეფობა უქმდება მალე. XVIII საუკუნის პირობის წიგნში ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოზისადმი იხსენიება მღვდელი გაბრიელ ნადირაძე. გვიანი ფეოდალიზმის სოციალური შინაარსის საბუთებში ნადირაძენი ჩანან იმერეთის სამეფოში სახასო, სააბაშიო, საწერეთლო და საეკლესიო მამულებში. ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ნადირაძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარჯვენე სადროშოებში.
ამჟამად ნადირაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხეში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით ბევრნი არიან: საჩხერის, ჭიათურის, სამტრედიის, გორის, ხაშურის, ასპინძის, ქარელის რაიონებსა და სხვა რაიონებშიც. საქართველოში, 5200 მეტი ნადირაძე ცხოვრობს.