აბისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

აბისის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში. მდებარეობს სოფლის გარეუბანში, მდინარე დასავლეთ ფრონის მარჯვენა და ტკოცურას ხევის მარცხენა ნაპირზე.

ეკლესია დარბაზულია (7,3 X 5,6 მ). შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდში ერთი სარკმელი და რამდენიმე ნიშია, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში -თითო სარკმელი.

სოფლის გარეუბანში შემონახულია XVIII საუკუნის II ნახევრის ციხე დარბაზი და ნათლისმცემლის ეკლესია. თავდაპირველად აქ იდგა ნატეხი ქვით ნაგები ოდნავ წაგრძელებული კოშკური ნაგებობა, რომელსაც ოთხივე კუთხეში მიდგმული ჰქონდა თითო მრგვალი კოშკი. სართულებშუა გადახურვა შუაშიც და კუთხის კოშკებში ხისა იყო. ცენტრალური კოშკის II სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა (არის ბუხარიც). ვიდრე ჩრდილოეთიდან ახალ სადგომს მიაშენებდნენ, აქედან იყო ერთადერთი შესასვლელი II სართულის დონეზე, შემდეგ შესასვლელი სამხრეთიდან გაუკეთებიათ ეკლესიის კედლის სისქეში ჩართული კიბის საშუალებით, რომელიც კოშკში საგანგებოდ გაჭრილი შესასვლელისაკენ მიემართება. 1754 წელს ამოკვეთილი ეკლესიის წარწერებიდან ირკვევა, რომ კოშკი და ეკლესია ზაალ მახვილაძეს აუშენებია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება