პორტალი:ომი/დღის მოვლენები/იანვარი
რედაქტირება
დღის მოვლენები - იანვარი
1 იანვარი
2 იანვარი
- 366 : ალემანების მრავალრიცხოვანმა არმიამ გადალახა გაყინული რაინი, რომის იმპერიის დაპყრობის მიზნით.
- 1492 : გრანადის ოკუპაციის შემდეგ მუსლიმები დანებდნენ ქრისტიანებს (სურათზე). დასრულდა ესპანეთის ქრისტიანული რეკონკისტა.
- 1793 : რუსეთმა და პრუსიამ პოლონეთი გაიყვეს.
- 1905 : რუსეთ-იაპონიის ომი - რუსეთის ფლოტი იაპონელებს ჩაბარდა პორტ-ართურთან, ჩინეთი.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი : გერმანელთა დაბომბვამ მძიმედ დააზიანა ლანდაფის საკათედრო ტაძარი კარდიფში, უელსი.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი : იაპონელებმა მანილა იაღეს.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა რამდენიმეჯერ დაბომბეს ნიურნბერგი.
3 იანვარი
- 1777 : ამერიკელმა გენერალმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაამარცხა ბრიტანელები პრინსტონის ბრძოლაში.
- 1815 : ავსტრიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შექმნეს საიდუმლო თავდაცვითი ალიანსი პრუსიისა და რუსეთის წინააღმდეგ.
- 1833 : ბრიტანეთმა დაიპყრო ფოლკლენდის კუნძულები სამხრეთ ატლანტიკაში.
- 1921 : თურქეთი და სომხეთი დაზავდნენ.
- 1925 : ბენიტო მუსოლინიმ თავი იტალიის დიქტატორად გამოაცხადა.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: ადმირალი ჩესტერ ნიმიცი დაინიშნა ამერიკის საზღვაო ძალების მეთაურად, ოკინავასა და ივო ჯიმას ბრძოლებისთვის მოსამზადებლად.
- 1993 : მოსკოვში ჯორჯ ბუში, უფრ. და ბორის ელცინი ხელს აწერენ (სურათზე) მეორე სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების შეთანხმებას (START).
4 იანვარი
- 871 : ვიკინგებმა რედინგის ბრძოლაში დაამარცხეს ეთელრედ I.
- 1642 : ინგლისის სამოქალაქო ომი : მეფე ჩარლზ I (სურათზე) პარლამენტს ესხმის თავს.
- 1717 : ნიდერლანდები, ინგლისი და საფრანგეთი სამმაგ ალიანს ქმნიან.
- 1762 : ინგლისმა ესპანეთსა და ნეაპოლს ომი გამოუცხადა.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი : მონტე კასინოს ბრძოლა დაიწყო.
- 1951 : კორეის ომი : ჩინელების და ჩრდილოკორეელების ძალები სეულს იღებენ.
- 2009 : ერთკვირიანი საჰაერო დაბომბვის შემდეგ ისრაელის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორში შევიდნენ.
5 იანვარი
- 1477 : ბურგუნდიის ომები: შარლ მამაცი, ბურგუნდიის გრაფი, მოკლეს ნანსის ბრძოლაში, რაც ბურგუნდიის საფრანგეთსა და ჰაბსბურგის სამეფოს შორის დაშლის საბაბი გახდა.
- 1500 : ლუდოვიკო სფორცამ მილანი აიღო.
- 1675 : ტურკჰაიმის ბრძოლა: ფრანგულმა არმიამ დაარტყა ბრანდენბურგს.
- 1781 : ამერიკის რევოლუციური ომი: ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა, ბენედიქტ არლონდის მეთაურობით გადაწვა რიჩმონდი, ვირჯინია.
- 1895 : დრეიფუსის საქმე - ფრანგ ოფიცერს ალფრედ დრეიფუსს რანგი ჩამოართვეს და ეშმაკის კუნძულზე გადაასახლეს.
- 1913 : ბალკანეთის პირველი ომი: ლემნოსის ბრძოლისას, ბერძენმა ადმირალმა პავლოს კონტორიოტისმა აიძულა თურქული ფლოტი უკან დაეხია დარდანელის სრუტემდე.
- 1997 : რუსეთის ჯარები ჩეჩნეთიდან უკან იხევენ.
6 იანვარი
- 1412 : დაიბადა ჟანა დ’არკი - საფრანგეთის ეროვნული გმირი.
- 1661 : ინგლისის რესტავრაცია: მეხუთე მონარჩისტებმა ვერ შეძლეს ლონდონზე კონტროლის მოპოვება.
- 1781 : ბრიტანეთის არმიამ დაამარცხა ფრანგები ჯერსის ბრძოლაში.
- 1940 : ნაცისტებმა პოლონელების მასიური სიკვდილით დასჯა მოაწყვეს პოზნანში.
- 1967 : ინდოჩინეთის მეორე ომი: დაიწყო ოპერაცია დექჰაუს ფაივი. (Deckhouse Five)
- 1887 : ჩელენქოს ბრძოლა: `აბდ-ალა II დამარცხებულ იქნა მენელიკ II-ის მიერ
- 1992 : ზვიად გამსახურდიამ თბილისი დატოვა სამოქალაქო ომის ფონზე.
7 იანვარი
- 1558 : საფრანგეთმა ინგლისს კონტინენტზე ამ უკანასკნელის ბოლო სამფლობელო, კალე, წაართვა.
- 1598 : ბორის გოდუნოვმა რუსეთის სამეფო ტახტი ჩაიგდო ხელთ.
- 1935 : მეორე მსოფლიო ომი: ბენიტო მუსოლინიმ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიერ ლავალმა რომში ხელი მოაწერეს საფრანგეთსა და იტალიას შორის დადებულ ხელშეკრულებას.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი: ბატაანის ნახევარკუნძულის ალყა დაიწყო.
- 1953 : აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი (სურათზე) აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წყალბადის ბომბს ფლობს.
- 1959 : აშშ-მა ცნო კუბის ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს მეთაურობით.
- 1979 : ვიეტნამის ჯარებმა კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმი დაამხეს.
8 იანვარი
- 871 : ეთელრედ I-მა დაამარცხა ვიკინგების არმია ეშდაუნის ბრძოლაში.
- 1815 : 1812 წლის ომი : ნიუ ორლეანის ბრძოლაში აშშ-ის არმიამ ენდრუ ჯექსონის (სურათზე) მეთაურობით გამარჯვება მოიპოვა ბრიტანეთის არმიაზე.
- 1863 : აშშ-ის სამოქალაქო ომი : სპრინგფილდის ბრძოლა.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი - მოკავშირეთა ძალები გალიპოლიდან იხევენ უკან.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი - ბრიტანეთში სურსათის რაციონი შემოიღეს.
- 1959 : ფიდელ კასტროს კუბის რევოლუცია დასრულდა სანტიაგო დე კუბის აღებით.
- 1966 : ინდოჩინეთის მეორე ომი - ოპერაცია კრიმპი დაიწყო.
9 იანვარი
- 1863 : ამერიკის სამოქალაქო ომი : ფორტ ჰინდმანის ბრძოლა დაიწყო. (სურათზე)
- 1912 : აშშ–ის საზღვაო ქვეითები შეიჭრნენ ჰონდურასში.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი : გალიპოლის კამპანია ოსმალეთის ომპერიის გამარჯვებით დამთავრდა.
- 1917 : პირველი მსოფლიო ომი : რაფას ბრძოლა.
- 1918 : აშშ-ის არმია და იაკის ტომის ინდიელები ერთმანეთს შეებრძოლნენ ბეარ ველისთან, არიზონა.
- 1991 : საბჭოთა ჯარები ვილნიუსს არბევენ ლიტვის დამოუკიდებლობის შესაჩერებლად.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი : აშშ-ის ძალებმა აიღეს ლუზონი, ფილიპინები.
10 იანვარი
- ძვ. წ. 49 : გაიუს იულიუს კეისარმა გადმოლახა რუბიკონი.
- 1072 : რობერტ გისკარდმა აიღო პალერმო.
- 1920 : ვერსალის საზავო ხელშეკრულება (სურათზე) ძალაში შევიდა.
- 1923 : ლიტვა იპყრობს გერმანულ ქალაქ კლაიპედას (მემელი).
- 1941 : ლენდ-ლიზი წარადგინეს აშშ-ის კონგრესში.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი: საბერძნეთის არმიამ აიღო კლეზურა.
- 1989 : კუბის ჯარებმა დაიწყეს ანგოლიდან უკან დახევა.
11 იანვარი
- 1863 : ამერიკის სამოქალაქო ომი : ფორტ ჰინდმანის ბრძოლაში კონფედერანტთა არმია დამარცხდა.
- 1879 : ინგლის-ზულუს ომი დაიწყო.
- 1919 : რუმინეთმა ტრანსილვანიის ანექსია მოახდინა.
- 1923 : საფრანგეთისა და ბელგიის ჯარები რურს იკავებენ, რათა გერმანიას აიძულონ კომპენსაცია გადაიხადოს.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი : იაპონია ნიდერლანდს ომს უცხადებს და ნიდერლანდის ისტ-ინდოეთში იჭრება.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი : იაპონელები კუალა-ლუმპურს იპყრობენ.
12 იანვარი
- 1893 : დაიბადა გერმანელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, პირველი მსოფლიო ომის გმირი ჰერმან გერინგი. (სურათზე)
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი: საბჭოთა არმიამ ფინეთის ქალაქები დაბომბა
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი: აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმა შექმნა NWLB.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ფრონტზე ნაცისტების წინააღმდეგ წამოიწყო ფართო შეტევა.
- 1970 : ნიგერიის სამმოქალაქო ომი : ბიაფრას კაპიტულაციით ომი დამთავრდა.
- 1991 : სპარსეთის ყურის ომი: აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის სამხედრო ძალებს ერაყის არმიის წინააღმდეგ მოქმედების უფლება დართო, ქუვეითიდან მათი გაყრის მიზნით.
13 იანვარი
- ძვ. წ. 85 : გარდაიცვალა გაიუს მარიუსი - რომაელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.
- 1099 : ჯვაროსნებმა სირიაში მარა გადაწვეს.
- 1847 : კაუენგას ტრაქტატით დასრულდა მექსიკა-აშშ-ის ომი კალიფორნიაში.
- 1958 : ედჩერას ბრძოლა - ჩასაფრებული მაროკოელები ესპანელებს დაესხნენ თავს.
- 1963 : პუტჩისტებმა მოჰკლეს ტოგოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სილვანუს ეპიფანიო ოლიმპიო.
- 1986 : ჩრდილოეთ იემენში დაიწყო სამოქალაქო ომი.
- 1991 : ღამით 12 იანვრიდან 13 იანვარს (ვილნიუსის სისხლიანი კვირა) საბჭოთა ომონის რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ვილნიუსში (ლიტვა). ამ ძალადური ოპერაციის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი უიარაღო დამცველები 14 ადამიანი და 1000-ზე დაშავდა.
14 იანვარი
- 1514 : ესპანეთმა კუბის ანექსია მოახდინა.
- 1784 : ამერიკის რევოლუცია: აშშ-მა ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი : ფრანკლინ რუზველტი (სურათზე) და უინსტონ ჩერჩილი იწყებენ კასაბლანკას კონფერენციას ომის შემდეგი ფაზის განსახილველად.
- 1969 : აფეთქებამ USS ენტერპრაიზზე 25 ადამიანი შეიწირა
- 1994 : აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი კრემლის შეთანხმებას აწერენ ხელს.
15 იანვარი
- ძვ. წ. 588 : ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმს ალყა შემოარტყა. ალყა ძვ. წ. 586 წლის 18 ივლისამდე გაგრძელდა.
- 1582 : რუსეთმა ლივონია და ესტონეთი პოლონეთს დაუთმო.
- 1777 : ამერიკის სამოქალაქო ომი: ნიუ-კონექტიკუტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი : მოკავშირეებმა იაპონელების არმია გუადალკანალიდან გააგდეს. (სურათზე)
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი : საბჭოთა კონტრშეტევა იწყება ვორონეჟთან.
- 1966 : პირველი სამხედრო გადატრიალება ნიგერიაში.
- 1991 : გაეროს ულტიმატუმის დრო, კუვეითიდან ერაყის არმიის გამოყვანის შესახებ ამოიწურა.
16 იანვარი
- 550 : გოთური ომები (535-553) : ოსტროგოთები, მეფე ტოტილას მეთაურობით, რომს იღებენ ხანგრძლივი ალყის შემდეგ, იზაურიელი მცველების მოქრთამვით.
- 1761 : ბრიტანელებმა საფრანგეთს პონდიშერი წაართვა.
- 1780 : ამერიკის რევოლუციური ომები: წმინდა ვინსენტის კონცხის ბრძოლა.
- 1795 : ფრანგებმა უტრეხტი, ნიდერლანდები, დაიპყრეს.
- 1917 : ართურ ციმერმანმა მექსიკაში ტელეგრამა გააგზავნა და მათ შესთავაზა ალიანსი აშშ-ის წინააღმდეგ.
- 1945 : ადოლფ ჰიტლერმა ფიურერბუნკერს შეაფარა თავი.
- 1979 : ირანში ჩამოაგდეს შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი.
17 იანვარი
- 1648 : ინგლისის სამოქალაქო ომი : ინგლისის პარლამენტმა ჩარლზ I-თან მოლაპარაკებები შეწყვიტა.
- 1781 : კოუპენსის ბრძოლაში (სურათზე) ბრიტანელები დამარცხდნენ.
- 1885 : ბრიტანულმა არმიამ დაამარცხა დერვიშების დიდი არმია აბუ კლეას ბრძოლაში, სუდანი.
- 1945 : ვარშავის განთავისუფლება - სსრკ ძალები ნაცისტებისგან ანთავისუფლებენ თითქმის სრულიად დანგრეულ ვარშავას.
- 1946 : გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ტარდება.
- 1991 : სპარსეთის ყურის ომი - ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი იწყება ადრე დილით. ერაყი ისვრის 8 "სკად"-ის ტიპის რაკეტას ისრაელისკენ, მათგან საპასუხო დარტყმის მოლოდინში, თუმცა უშედეგოდ.
18 იანვარი
- 1520 : ქრისტიან II-ის არმიამ დაამარცხა შვედები ასუნდეს ტბასთან.
- 1915 : იაპონიამ ჩინეთს წაუყენა 21 მოთხოვნა.
- 1919 : პირველი მსოფლიო ომი : პარიზის მშვიდობის კონფერენცია გაიხსნა ვერსალში, საფრანგეთი.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - სსრკ-ის საინფორმაციო სააგენტომ ვერმახტის მიერ ლენინგრადის ალყა მოხსნილად გამოცხადა.
- 1943 : ვარშავის გეტოს ებრაელების პირველი აჯანყება ნაცისტების წინააღმდეგ.
- 1945 : სსრკ წითელმა არმიამ ნაცისტებისგან ბუდაპეშტის გეტო გაათავისუფლა.
19 იანვარი
- 1419 : ასწლიანი ომი - რუანი ინგლისის მეფე ჰენრი V-ს ჩაბარდა, რითაც ნორმანდია მისი სამფლობელო გახდა.
- 1806 : დიდი ბრიტანეთი იპყრობს კეთილი იმედის კონცხს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
- 1862 : ამერიკის სამოქალაქო ომი : კონფედერაციამ იგემა პირველი მნიშვნელოვანი დამარცხება მილ სპრინგსის ბრძოლაში. (სურათზე)
- 1918 : ფინეთის სამოქალაქო ომი - პირველი სერიოზული შეტაკება წითლებსა და თეთრებს შორის.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი: დიდი ბრიტანეთის ძალები შეიჭრნენ იტალიელების მიერ დაკავებულ ერიტრეაში.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი - იაპონია იჭრება ბირმაში.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი - საბჭოთა ძალები ანთავისუფლებენ ლოძის ებრაელთა გეტოს. 1940 წელს 230.000 მცხოვრებიდან ნაცისტების ოკუპაციას მხოლოდ 900 გადაურჩა.
20 იანვარი
- 1667 : პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ კიევი სმოლენსკი და დასავლეთ უკრაინა რუსეთის იმერპიას დაუთმო ანდრუსოვოს ხელშეკრულებით.
- 1783 : ამერიკის რევოლუციური ომი: დიდი ბრიტანეთი დაზავდა საფრანგეთსა და ესპანეთთან.
- 1839 : პერუსა და ბოლივიის კონფედერაციის პროტექტორი ანდრეს დე სანტა-კრუსი (სურათზე) დამარცხდა ჩილეს წინააღმდეგ იუნგაის ბრძოლაში.
- 1841 : ბრიტანეთმა ჰონკონგის კუნძული დაიპყრო.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - სამეფო საჰაერო ძალები 2.300 ტონა ბომბებს აგდებს ბერლინზე.
- 1945 : უნგრეთი დაუზავდა მოკავშირეებს და გამოეთიშა მეორე მლოფლიო ომს.
- 1990 : შავი იანვარი - ბაქოში საბჭოთა არმიის მიერ აზერბაიჯანელთა საპროტესტო დემონსტრაციის სისხლიანი დარბევა.
21 იანვარი
- 1189 : საფრანგეთის მეფე ფილიპ II და ინგლისის მეფე რიჩარდ I (სურათზე) მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ჯარის შეგროვებას იწყებენ.
- 1506 : ჩამოყალიბდა ვატიკანის შვეიცარიული არმია.
- 1720 : სტოკჰოლმის ზავი - შვედეთი და პრუსია ზავდებიან.
- 1793 : რუსეთი და პრუსია იყოფენ პოლონეთს.
- 1925 : იაპონიამ საბჭოთა კავშირი ცნო და შორეული აღმოსავლეთიდან საკუთარი ჯარები გაიყვანა.
- 1977 : აშშ-ის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ამნისტიას უცხადებს ყველას, ვინც ვიეტნამის ომში გაწვევას თავი აარიდა.
22 იანვარი
- 1771 : ესპანეთმა ფოლკლენდის კუნძულებზე პორტი ეგმონტი ინგლისს დაუთმო.
- 1863 : იანვრის აჯანყება იწყება პოლონეთში, ლიტვასა და ბელარუსში თანამეგობრობის რუსეთის ოკუპაციისგან თავის დასაღწევად.
- 1879 : ინგლის-ზულუს ომი : ისანდლვანას ბრძოლაში ზულუს ჯარები ბრიტანელებს ამაცხებენ.
- 1905 : სისხლიანი კვირით 1905 წლის რევოლუცია იწყება სანქტ-პეტერბურგში.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი : ბრიტანელებმა აიღეს ტობრუკი, რომელსაც ნაცისტები აკონტროლებდნენ.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი : მოკავშირეებმა ანციოში ჯარი გადასხეს. (სურათზე) დაიწყო ანციოს ბრძოლა.
- 1957 : ისრაელის ჯარებმა სინაის ნახევარკუნძულიდან დაიხიეს.
23 იანვარი
- 1941 : ჩარლზ ლინდბერგი წარსდგა აშშ-ის კონგრესის წინაშე და ურჩია მათ, რომ შეენარჩუნებინათ ნეიტრალური ურთიერთობა ადოლფ ჰიტლერთან.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი: ბრიტანლებმა აიღეს ტრიპოლი, რომელსაც ნაცისტები აკონტროლებდნენ.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი: ავსტრალიისა და ამერიკის სამხედრო ძალებმა პაპუაში იაპონელები დაამარცხეს.
- 1968 : ჩრდილოეთ კორეამ შეიპყრო USS Pueblo, მაშინ როდესაც მათ ტერიტორიულ წყლებში აწარმოებდა სადაზვერვო ოპერაციას.
- 1973 : აშშ-ის პრეზიდენტი ნიქსონი აცხადებს, რომ ვიეტნამში მიღწეულ იქნა სამშვიდობო შეთანხმება.
- 2007 : კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა კივუს კონფლიქტი.
24 იანვარი
- 41 : რომის იმპერატორი კალიგულა, ცნობილი საკუთარი ექსცენტრიულობითა და დესპოტიზმით, მოკლულ იქნა მისი განაწყენებული პრეტორიელი მცველების მიერ. რის შემდეგაც ტახტი დაიკავა მისმა ძმისშვილმა კლავდიუსმა.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი : ფრანკლინ რუზველტმა და უინსტონ ჩერჩილმა დაამთავრეს კასაბლანკას კონფერენცია. (სურათზე)
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი : საბჭოთა ჯარები ანთავისუფლებენ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს პოლონეთში.
- 1972 : შოიჩი იოკოი, იაპონელი ჯარისკაცი, იპოვეს გუამზე.
25 იანვარი
- 1573 : მიკატაგაჰარას ბრძოლაში ტაკედა შინგენმა დაამარცხა ტოკუგავა იეასუ.
- 1942 : ტაილანდი ომს უცხადებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: არდენის ოპერაცია (სურათზე) დასრულდა.
- 1955 : რუსეთი ოფიციალურად წყვეტს საომარ მდგომარეობას გერმანიასთან.
- 1995 : რუსეთმა ლამის გაუშვა ატომური ბომბი, მას შემდეგ რაც Black Brant XII, ნორვეგიული კვლევითი რაკეტა აერიათ ამერიკულ რაკეტაში.
26 იანვარი
- 1699 : კარლოვიცის ზავი გაფორმდა.
- 1863 : ამერიკის სამოქალაქო ომი: გენერალი ემბროუს ბერნსაიდი გაათავისუფლეს პოტომაკის არმიის მმართველობიდან ფრედერიკსბურგის კამპანიის (სურათზე) შემდეგ. ის შეცვალა ჯოზეფ ჰუკერმა
- 1887 : დოგალის ბრძოლა : ალულა ენგიდამ დაამარცხა იტალიელები.
- 1939 : ესპანეთის სამოქალაქო ომი : ფრანსისკო ფრანკოს ხალხმა იაღო ბარსელონა.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი : აშშ-ის სამხედრო ძალების პირველი დანაყოფები გადასხეს ირლანდიაში.
27 იანვარი
- 1915 : აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა დაიკავეს ჰაიტი.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი: ლიბიაში დერნას ბრძოლა დაიწყო, მას შემდეგ რაც 6-ე ავსტრალიური დივიზიონის ორმა ბრიგადამ ტორბუკი აიღო.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი: 50 ბომბდამშენმა განახორციელა პირველი სრულიად ამერიკული საჰაერო რეიდი გერმანიის წინააღმდეგ, ვილჰელმსჰავენის დაბომბვის სახით.
- 1944 : ლენინგრადი ორწლიანი ბლოკადისაგან (სურათზე) გათავისუფლდა.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: წითელმა არმიამ გაათავისუფლა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთში.
- 1967 : სამოცზე მეტი ქვეყანა ხელს აწერს კოსმოსური სივრცის ხელშეკრულებას, რითაც კოსმოსში ბირთვული იარაღი აიკრძალა.
- 1973 : პარიზის ზავით ოფიციალურად დასრულდა ვიეტნამის ომი.
28 იანვარი
- 1846 : ალივალის ბრძოლაში გაიმარჯვეს ბრიტანელებმა, რომელთაც სერ ჰარი სმიტი მეთაურობდა.
- 1871 : ფრანკო-პრუსიის ომი : პარიზის იერიში ფრანგების დამარცხებითა და იარაღის დაყრით დასრულდა.
- 1909 : აშშ-ის ჯარებმა კუბა დატოვებს გუანტანამოს უბის საზღვაო ბაზის გარდა.
- 1918 : ფინეთის სამოქალაქო ომი : აჯანყებულებმა კონტროლი მოიპოვეს ჰელსინკზე.
- 1932 : იაპონიის ჯარებმა აიღეს შანხაი.
29 იანვარი
- 1814 : ნაპოლეონის ომები : საფრანგეთმა დაამარცხა რუსეთის იმპერია და პრუსია ბრიენის ბრძოლაში.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი : პარიზი პირველად დაიბომბა გერმანული დირიჟაბლით.
- 1943 : რენელის ბრძოლა : USS Chicago (სურათზე) დაბომბეს და მძიმედ დააზიანეს იაპონურმა გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი : დაიწყო კისტერნას ბრძოლა, რომელიც 2 თებერვლამდე გაგრძელდა და გერმანელების გამარჯვებით დასრულდა.
- 1944 : USS Missouri ზღვაში გაუშვეს.
30 იანვარი
- 1648 : მიუნსტერის ზავი დაიდო, მოუღო რა ბოლო ოთხმოცწლიან ომს ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის.
- 1911 : USS Terry (DD-25) ახორციელებს პირველ საჰაერო-სამაშველო ოპერაციას ზღვაზე, რითაც იხსნა ჯეიმზ მაკკურდის სიცოცხლე.
- 1911 : კანადური საზღვაო სამსახური გახდა სამეფო კანადური ფლოტი.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი: აშშ-ის ჯარები შეიჭრნენ მაჟუროზე.
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი: კაბანატუანის რეიდის დროს ამერიკელებმა და ფილიპინელებმა იაპონელებზე გამარჯვება მოიპოვეს.
31 იანვარი
- 1865 : ამერიკის სამოქალაქო ომი : გენერალი რობერტ ლი (სურათზე) გახდა ამერიკის კონფედერაციული შტატების არმიის მთავარსარდალი.
- 1915 : პირველი მსოფლიო ომი : გერმანია მხუთავ გაზს იყენებს რუსების წინააღმდეგ.
- 1943 : გერმანელი ფელდ-მარშალი ფრიდრიხ პაულუსის ჩაბარდა რუსებს სტალინგრადთან. ორი დღის შემდეგ მე-6 არმიის დანარჩენმა ნაწილებმაც მას მიბაძეს.
- 1950 : აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი აცხადებს წყალბადის ბომბის დამუშავების პროგრამის შესახებ.
- 1945 : აშშ-ის არმიის რიგითი ედი სლოვიკი სიკვდილით დასაჯეს დეზერტირობის გამო. ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ ეს იყო ამდაგვარი ერთადერთი შემთხვევა.