სპარსეთის ყურის მეორე ომი
სპარსეთის ყურის მეორე ომი | |||||
---|---|---|---|---|---|
საათის ისრის მიმართულებით: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15E-ები, F-16-ები, და F-15C ქუვეითის ცეცხლმოკიდებული ნავთობის მაღაროების თავზე, სტადორდშაირის პოლკის ბრიტანელი მებრძოლები ოპერაცია გრანბისას, კამერის ხედვა Lockheed AC-130-დან; სიკვდილის გზატკეცივი; M728 საბრძოლო საინჟინრო მანქანა | |||||
თარიღი |
2 აგვისტო, 1990 – 17 იანვარი, 1991 17 იანვარი, 1991 – 28 თებერვალი, 1991 (6 თვე, 3 კვირა და 5 დღე) | ||||
მდებარეობა | ერაყი, ქუეითი, საუდის არაბეთი, ისრაელი და სპარსეთის ყურე | ||||
შედეგი |
კოალიციის გამარჯვება
| ||||
ტერიტორიული ცვლილებები |
| ||||
მხარეები | |||||
მეთაურები | |||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
| |||||
სპარსეთის ყურის მეორე ომი ვიკისაწყობში |
სპარსეთის ყურის მეორე ომი — ომი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 1990 წელს ერაყის მიერ ქუვეითზე თავდასხმით დაიწყო და 1991 წელს 34 ქვეყნის კოალიციის (მეთაური აშშ) მიერ ერაყის დამარცხებით დამთავრდა. აშშ-ში ამ სამხედრო ოპერაციებს უწოდებენ ოპერაცია უდაბნოს ფარს (ინგლ. Operation Desert Shield) და ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალს (ინგლ. Operation Desert Storm).
მიზეზები
რედაქტირებაპირველ მსოფლიო ომამდე ქუვეითი ბასრას პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც თავის მხრივ ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა. მაშინდელი ბასრას პროვინცია ტერიტორიულად დღევანდელი ერაყის ბასრის პროვინციის იდენტური არაა და აქედან გამომდინარე ქუვეითი თვით ერაყს არასდროს არ ეკუთვნოდა. მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონი ხელახლა იქნა დაყოფილი და ბრიტანეთის იმპერიის ბრძანებით, როგორც კოლონიალური სახელმწიფოს ბრძანებით ქუვეითი ბასრას პროვინციისაგან გამოყოფილ იქნა. იგი კვლავ რჩებოდა ბრიტანეთის კოლონიად და შემდგომში ოფიციალურად დამოუკიდებელი მონარქია გახდა.
ერაყი ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებას და ქუვეითის დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობას არ ცნობდა, თუმცა 1990 წლამდე რაიმე კონკრეტული საწინააღმდეგო ღონისძიებისათვის არ მიუმართია. ერაყ-ქუვეითის საზღვარი მთელი ამ ხნის განმავლობაში საბოლოოდ ზუსტად გარკვეული არ ყოფილა, რაც პერმანენტული ექსცესების საბაბად რჩებოდა ორივე ქვეყნისათვის.
XX საუკუნის 80-იან წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის შემდეგ, ერაყი ფინანსური კოლაფსის წინაშე დადგა. მას რამდენიმე არაბული ქვეყნი ვალი ჰქონდა, მათ შორის მარტო ქუვეითისითვის 80 მილიარდი აშშ-დოლარი მართებდა. ამ ვალის გასტუმრებას ერაყი ნავთობზე ხელოვნურად ფასების გაზრდით იმედოვნებდა, რაც სპარსეთის ყურეში ნავთობის მოპოვების შემცირებით იყო შესაძლებელი. ამის საპირისპიროდ ქუვეითმა გაზარდა ნავთობის მოპოვება, რასაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა მოჰყვა და ერაყი კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა. ქუვეითი თავის მხრივ იმედოვნებდა ერაყსიგან მისი მოთხოვნების ასრულების საპასუხოდ სადავო საზაზღვრო ტერიტორია მიეღო.
გარდა ამისა ერაყს ბრალს დებდა ქუვეითს შემდეგ ქმედებებში: ირან-ერაყის ომს ამოფარებით ნავთობის არალეგალური გაყიდვით სარგებლობის ნახვაში და ერაყსა და ქუვეითს შორის სადავო სასაზღვრო ზონაში უკანონო სამხედრო პოსტების აშენებაში. სადამ ჰუსეინის აზრით ერაყმა თავის თავზე აიღო ირანთან ომის მთელი სიმძიმე და არაბული ქვეყნებისათვის ერთგვარი ბუფერული ზონის როლი ითამაშა. სწორედ ამის გამო ქუვეითს და საუდის არაბეთს მინიმუმ ერაყის სამხედრო ვალები უნდა შეემცირებინათ ან სულაც გაეუქმებინათ.
ომის მსვლელობა
რედაქტირებათავდასხმა
რედაქტირება1990 წლის 2 აგვისტოს ერაყის სატანკო და ქვეითთა ჯარები შეიჭრნენ ქუვეითში და დაიპყრეს ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები, მათ შორის ამირას სასახლეც. ერაყის არმიის ხელში გადავიდა მას-მედიიაზე კონტროლიც. ათასობით ქუვეითში დამსვენებელი უცხოელი ტურისტი ერაყმა ტყვედ აიყვანა და მათ გამოყენებას აპირებდა შემდგომში საზავო მოლაპარაკებების დროს. სადამ ჰუსეინის ბრძანებით „გათავისუფლებულ“ ქუვეითში დაინიშნა მარიონეტული მთავრობა, რომელიც მან მალევე გადააყენა და ქუვეითი უშუალოდ ერაყს შეუერთა: ქუვეითის ნაწილი ბასრას პროვინციას შეუერთდა, ნაწილი კი მე-19 ერაყულ პროვინციად გადაკეთდა.
ქუვეითში ერაყის შეჭრის დაწყებისთანავე გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 660, რომელიც ამ შეჭრას გმობდა და მოითხოვდა ერაყის მთავრობისაგან ჯარების ქუვეითიდან უკან გაყვანას. 6 აგვისტოს რეზოლუცია 661-ის მიღებით უშიშროების საბჭომ ერაყის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გატარება დაადგინა. 29 ნოემბერს რეზოლუცია 678-ის მიხედვით უშიშროების საბჭომ ერაყს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს 1991 წლის 15 იანვრამდე ჯარები უნდა გაეყვანა ქუვეითიდან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაცვითი სახის სამხედრო აქციების დაწყება განაცხადა, რათა ხელი შეეშალათ ერაყისათვის საუდის არაბეთის ტერიტორიაზე შეჭრილიყო. ამ ოპერაციის კოდური სახელი იყო უდაბნოს ფარი (ინგლ. Desert Shield). ამერიკის დაზვერვის მიერ გამომზეურებულ სატელიტურ ფოტოსურათებზე ნათლად ჩანდა ერაყის არმიის საუდის არაბეთის საზღვრის მიმართულებით გადაადგილება.
მოკავშირეთა ჯარების რაოდენობა
რედაქტირება- აშშ: 700 000
- საუდის არაბეთი: 52 000 (მხოლოდ 40 000-მდე მებრძოლი მონაწილეობდა ქუვეითის განთავისუფლებაში)
- თურქეთი: 50 000 (მონაწილეობა ბრძოლებში არ მიუღიათ)
- დიდი ბრიტანეთი: 43.000 (ოპერაცია გრენბი)
- ეგვიპტე: 35 000
- სირია: 16 000
- საფრანგეთი: 14 663 (ოპერაცია დრაგე)
- ქუვეითი: 7 000
- პაკისტანი: 5 500
- კანადა: 4 500 (ოპერაცია ფრიქშენი)
- ბანგლადეში: 2 000
- მაროკო: 2 000
- არაბთა გაერთიანებული საამიროები: 1 000
- ომანი: 950
- ნიგერი: 500
- ბაჰრეინი: 200
- ნიდერლანდები: 200
- ჰონდურასი: 150
საჰაერო ომი
რედაქტირება1991 წლის 16 იანვარს, რეზოლუცია 678 მიღებიდან ერთი დღის შემდეგ მოკავშირეებმა დაიწყეს მასიური საჰაერო ომი. 17 იანვარს დაიწყო ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი (ინგლ. Operation Desert Storm). მოკავშირეთა საჰაერო ძალები 1000-ზე მეტ საბრძოლო გაფრენას ასრულებდნენ დღის განმავლობაში და 10-ჯერ მეტ იარაღს იყენებდნენ ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. ამავდროულად მათ მიერ გამოყენებულ იქნა შემდეგი სახის ბომბები: სმარტ-ბომბი, ქლასტერ-ბომბი, დეიზი-ქატერი.
მოკავშირეებმა საჰაერო კონტროლი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაამყარეს. საჰაერო ომი ძირითადად მიმართული იყო ისეთი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ როგორებიც იყნენ: რესპუბლიკური გვარდია ქუვეითში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, სკუდის ტიპის რაკეტების სისტემები, სამხედრო თვითმფრინავები და აეროპორტები, საშპიონაჟე სისტემები და სამხედრო საზღვაო ძალები. გარდა ამისა იბომბებოდნენ ელექტროსადგურები, რადიო-ტელევიზიის შენობები, პორტები, ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკები, ნავთობსადენები, რკინიგზები და ხიდები. დაბომბვის შედეგად მთლიანად განადგურდა ერაყის ენერგომომარაგების სისტემა. ომის დასასრულს ქვეყნის ენერგომომარაგების მხოლოდ 4 %-ღა მიიღწეოდა.
დაბომბვის შედეგად განადგურდა მრავალი წყალსაცავი, წყლის საქაჩი და გამწმენდი სადგური. დაბინძურებული წყალი მდ.ტიგროსში ჩავიდა, რამაც ეპიდემიური დაავადებების გავრცელებას შეუწყო ხელი. მოკავშირეები მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავდნენ, თუმცა უბედურ შემთხვევებს ადგილი მაინც ჰქონდათ. ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად 300-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. სულ საჰაერო ომს 1000-მდე მშვიდობიანი ერაყელის სიცოცხლე ემსხვეპლა.
ერაყის მხრიდან ძირითადად მოკავშირეთა საუდის არაბეთში განლაგებული ბაზები იბომბებოდა. იბომბებოდა აგრეთვე ისრაელი, იმ იმედით რომ ეს უკანასკნელი ომში ჩაებმებოდა და ამით მოკავშირეთა რიგებს არაბული ქვეყნები დატოვებდნენ. ამ ანკესს ისრაელი არ წამოეგო და არაბული ქვეყნებიც მოკავშირეთა რიგებში დარჩნენ. გარდა იორდანიისა, რომელმაც სრული ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
სახმელეთო ომი
რედაქტირება1991 წლის 22 თებერვალს ერაყი დათანხმდა სსრკ-ის მხრიდან შემოთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის პირობას. შეთანხმების მიხედვით ერაყს 3 კვირის განმავლობაში თავის ჯარები უნდა გაეყვანა ქუვეითიდან, რაც პირობა უნდა ყოფილიყო მოკავშირეთა მხრიდანაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი გაგრძელებისა. ამ შემოთავაზებას აშშ არ დათანხმდა, თუმც პირობა დადო რომ უკან დახეულ ერაყის ჯარებს თავს არ დაესხმოდა. ამასთანავე ამერიკელებმა ერაყს წაუყენეს 24 საათიანი ულტიმატუმი დაეწყო უკანდახევა.
24 თებერვალს აშშ-ის ჯარებმა დაიწყეს სახმელეთო ომი. არმიის სატანკო შენაერთებმა ყოველგვარი საგრძნობი წინააღმდეგობის გარეშე გადათელეს ერაყელთა სანგრები. შეტევის მეორე ტალღას შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები წარმოადგენდნენ. მათ სწრაფად შეაღწიეს ერაყელთა განლაგების სიღრმეში და ათასობით დეზორიენტირებული და მასიური საჰაერო ომით დემორალიზირებული ერაყელი მებრძოლი დაატყვევეს.
ამერიკელთა ეჭვები ერაყის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე არ დადასტურდა. მათი ჯარების შეტევა განხორციელდა უფრო სწრაფად ვიდრე ამას გენერლები ელოდნენ.26 თებერვალს ერაყის არმიამ უკანდახევა დაიწყო. უკანდახევასთან ერთად ერაყელებმა ცეცხლი წაუკიდეს ქუვეითის ნავთობის ველებს, გახსნეს ნავთობის ტერმინალები, რის სედეგადაც უამრავი რაოდენობის ნავთობი სპარსეთის ყურეში ჩადინდა და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ერაყის არმიის უზარმაზარი კოლონა, რომლის შემადგენოლბაშიც ერაყელი და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო, ერაყ-ქუვეითის დამაკავშირებელ მთავარ ავტობანზე იყო გაჭიმული. ეს კოლონა მოკავშრეთა მხირად იმდენად ინტენსიურად დაიბომბა, რომ ეს გზა „სიკვდილის გზატკეცილად“ გახდა ცნობილი.
სახმელეთო ომის დაწყებიდან 100 საათის შემდეგ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ჟურნალისტმა სეიმურ ჰერშმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლის მიხედვითაც იგი ბარი მაკქეფრის ქვედანაყოფს ბრალს დებდა ცეცხლის შეწყვეტიდან 2 დღის შემდეგ უკანდახეული ერაყელი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატიურ ჟლეტაში. მაკქეფრიმ ბრალდება უარყო და სამხედრო სასამრთლომ იგი დამნაშავედ არ ცნო.
საზავო მოლაპარაკება ერაყის სამხრეთ ნაწილში, ქუვეითის საზღვრიდან მცირე მანძილით მოშორებულ ერთ პატარა სოფელში შედგა. ერაყმა უფლება მიიღო სამხედრო ვერტმფრენები გამოეყენებინა თავის საზღვრებს შიგნით, რასაც სულ მალე მისი მხრიდან მოკავშირეთა მომხრე შიიტური მოსახლეობის (სამხრ. ერაყი) და ქურთების (ჩრდ. ერაყი) დაბომბვა მოჰყვა. ამ ბარბაროსობის აღსაკვეთად მოკავშირეებმა ერაყის ავიაციას აუკრძალეს გარკვეულ ზონებში ფრენა.
ქუვეითში აღსდგა ამირას ხელისუფლება და მთავრობამ ერის კოლაბორატორების დევნა დაიწყო. ეს დევნა განსაკუთრებით პალესტინელებს შეეხოთ, რომლებიც სადამ ჰუსეინს უჭერდნენ მხარს. ასი ათასობით პალესტინელი სულ მალე იძულებული გახდა ქუვეითი დაეტოვებინა.
ტექნოლოგიები
რედაქტირებასამხედრო მიზნების განადგურებისათვის უსაფ-ის მიერ ე.წ. ჭკვიანი ბომბების (smart bombs) გამოყენებით თავიდან იქნა აცილებული უსაფუძვლო მსხვერპლი. ყოფილა შემთხვევები, როცა ბაღდადის ცენტრში მიზნის გასანადგურებლად გასროლილ ფრთოსან რაკეტას ჟურნალისტები თავიანთი სასტუმროების ფანჯრებიდან უყურებდნენ. სმარტ-ბომბების რაოდენობამ ომში გამოყენებული ყველა ბომბის 7,4% შეადგინა. სხვა ყველაზე ხშირად გამოყენებული ბომბების სახეობა იყო ე.წ. კლასტერული ბომბები (თარგი:Lang-enCluster bomb), რომელიც ჰაერში პატარა ბომბების ნამსხვრევებად იქცევა და ე.წ. დეიზი ქატერი, რომელიც რამდენიმე მეტრის რადიუსში ყველაფერს ანადგურებს.
ერაყი ძირითადად იყენებდა საბჭოთა წარმოების სკუდის ტიპის რაკეტებს, რომლითაც ბომბავდა საუდის არაბეთს და ისრაელს. მსოფლიო საზოგადოება შეშფოთებული იყო იმ ეჭვით, რომ ერაყს შეეძლო ამ რაკეტებზე მიემაგრებინა ქიმიური ან ბიოლოგიური ბომბები. თუმც ეს ეჭვი არ გამართლდა. სავარაუდოდ ერაყი შეუშინდა ისრაელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ატომურ დარყმას. მოკავშირეების მხრიდან სკუდის ტიპის რაკეტების MIM-104 Patriot-ის ტიპის რაკეტებით ჰაერში განადგურების მცდელობებს ისეთი შედეგი არ მოჰყოლია, როგორსაც სამხედრო ექსპერტები ვარაუდობდნენ.
გაცილიებით უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა მოკავშირეთა მხრიდან გლობალური პოზიციონირების სისტემა, ე.წ. ჯი-პი-ეს-ი, რომლის მეშვეობითაც ჯარები ადვილად გადაადგილდებოდნენ უდაბნოში და თავიდან იცილებდნენ მოწინააღმდეგესთან არასასურველ შეხლას. ასევე ეფექტიანი გამოდგა საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემა (ავაქსი) და სატელიტური მომსახურება.
შედეგები
რედაქტირებამსხვერპლი
რედაქტირებაომში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობაზე სპაციალისტები დღესაც დავობენ. კოალიციის, მათ შორის აშშ-ის არმია, ჯარების მხრიდან ომში 378 ადამიანი დაიღუპა. აქედან 148 ადამიანი დაიღუპა საბრძოლო ოპერაციის დროს და 145 უბედური შემთხვევისას. დაჭრილთა რაოდენობა კოალიციის მხრიდან 1000-ს არ აღემატება.
რაც შეეხება მსხვერპლს ერაყის მხრიდან აქ სპაციალისტების უმცირესობის ვარაუდით საანგარიშოა მინიმუმ 1500 და მაქსიმუმ 200 000 დაღულული მებრძოლი. უმრავლესობა ერაყელთა მსხვეპლს 25 000-იდან 75 000 მებრძოლამდე ასახელებს. დაჭრილთა რიცხვის დადგენა შეუძლებელია. აშშ-ის არმიამ ომის დროს 71 000-მდე ერაყელი დაატყვევა. დაღუპული ერაყელი მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვი 100-დან 35 000-მდე მერყეობს.
კოალიციური ძალების მხრიდან ქვეყნნების მიხედვით დაღუპული მეომრების რაოდენობა:
- ამერიკის შეერთებული შტატები – 294 (114 მტრის ცეცხლით, 145 უბედური შემთხვევით, 35 მეგობრული ცეცხლით)
- სენეგალი – 92 (უბედური შემთხვევით)
- გაერთიანებული სამეფო – 47 (38 მტრისგან, 9 მეგობრული ცეცხლით)[28]
- საუდის არაბეთი – 18[29]
- საფრანგეთი – 2
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 6[30]
- კატარი – 3
- ეგვიპტე – 1
- ქუვეითი – 1[31]
ხარჯები
რედაქტირებააშშ-ის კონგრესის სპეციალური კომისიის გამოთვლით ამერიკის ომის ხარჯმა 61,1 მილიარდი აშშ-დოლარი შეადგინა. ამ ხარჯის 2/3 ნაწილი ქუვეითმა, გერმანიამ, იაპონიამ და საუდის არაბეთმა გადაიხადეს.
პოლიტიკური შედეგები
რედაქტირება- აკრძალული საჰაერო ზონების შემოღებით აშშ-მა დიდმა ბრიტანეთმა კონტროლი დაამყარეს ერაყის საჰაერო სივრცეზე, რაც მათ შემდგომში სამხედრო ოპერაციების უდაბნოს შეტევის (1996 წლის სექტემბერი) და უდაბნოს მელას (1998 წლის დეკემბერი) განხორციელებისათვის გამოიყენეს. ამ ოპერაციების დროს იბომბებოდა ერაყის სამხედრო ობიექტები.
- ერაყში გაიგზავნა გაეროს ინსპექტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც ბალისტიკური იარაღი უნდა შეემოწმებინათ და გაენადგურებინათ.
- ერაყის ბიოლოგიური პროგრამის შესასწავლად და ბიოლოგიური იარაღის აღმოსაჩენად გაგზავნილ იქნა დამკვირვებელთა და ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფი. მათ შორი ბევრი სი-აი-ეი-ს აგენტიც იყო, რომლებიც ერაყში შპიონაჟს ეწოდნენ.
- ერაყზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ქვეყანაში შიმშილის დონის ზრდა და ყოველწლიურად დამატებით 90.000-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
- შინ დაბრუნებული ბევრი ამერიკელი მებრძოლი დაავადდა ე.წ. სპარსეთის ყურის ომის სინდრომით, რომლის გამომწვევი მიზეზიც შეიძლენა ყოფილიყო ურანი, ნავთობის წვა და ანთრაქსი.
- ჩინეთი მოკავშირეთა მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების სიჩქარით და ეფექტურობით გაოცებული დარჩა და სასწრაფოდ მიიღო პროგრამა, რომლის მიხედვითაც უნდა გადახალისებული არმიის შეიარაღება და ტაქტიკა.
- ერაყის წინააღმდეგ მიმართული სანქციები და ამერიკელთა არმიის ბაზების განლაგება საუდის-არაბეთში არაბული სამყაროს უკმაყოფილებას იწვევდა, რაც მიზეზი გახდა შემდგომში აშშ-ში განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ DESERT SHIELD AND DESERT STORM A CHRONOLOGY AND TROOP LIST FOR THE 1990–1991 PERSIAN GULF CRISIS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-12. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Den 1. Golfkrig. Forsvaret.dk (24 September 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 1 February 2011
- ↑ Haberman, Clyde (20 January 1991). „WAR IN THE GULF: Turkey; Turkey's Role in Air Assault Sets Off Fear of Retaliation (Published 1991)“. The New York Times.
- ↑ Persian Gulf War, the Sandhurst-trained Prince
Khaled bin Sultan al-Saud was co-commander with General Norman Schwarzkopf www.casi.org.uk/discuss დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. - ↑ General Khaled was Co-Commander, with US General Norman Schwarzkopf, of the allied coalition that liberated Kuwait www.thefreelibrary.com დაარქივებული 2011-04-30 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Gulf War coalition forces (latest available) by country www.nationmaster.com. ციტირების თარიღი: 2007-09-13
- ↑ Hersh, Seymour (2005). Chain of Command. Penguin Books, გვ. 181.
- ↑ 8.0 8.1 Persian Gulf War. MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 4 აგვისტო 2022.
- ↑ 18 M1 Abrams, 11 M60, 2 AMX-30
- ↑ CheckPoint, Ludovic Monnerat. Guerre du Golfe : le dernier combat de la division Tawakalna.
- ↑ Scales, Brig. Gen. Robert H.: Certain Victory. Brassey's, 1994, p. 279.
- ↑ Halberstadt 1991. p. 35
- ↑ Atkinson, Rick. Crusade, The untold story of the Persian Gulf War. Houghton Mifflin Company, 1993. pp. 332–3
- ↑ Captain Todd A. Buchs, B. Co. Commander, Knights in the Desert. Publisher/Editor Unknown. p. 111.
- ↑ Malory, Marcia. Tanks During the First Gulf War – Tank History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 5 July 2016
- ↑ M60 vs T-62 Cold War Combatants 1956–92 by Lon Nordeen & David Isby
- ↑ TAB H – Friendly-fire Incidents. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 5 July 2016
- ↑ NSIAD-92-94, "Operation Desert Storm: Early Performance Assessment of Bradley and Abrams". US General Accounting Office, 10 January 1992. Quote: "According to information provided by the Army's Office of the Deputy Chief of Staff for Operations and Plans, 20 Bradleys were destroyed during the Gulf war. Another 12 Bradleys were damaged, but four of these were quickly repaired. Friendly fire accounted for 17 of the destroyed Bradleys and three of the damaged ones
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 Pike, John. Operation Desert Storm. ციტირების თარიღი: 5 July 2016
- ↑ Iraqi Invasion of Kuwait; 1990 (Air War) დაარქივებული 6 October 2014 საიტზე Wayback Machine. . Acig.org. Retrieved on 12 June 2011
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 Bourque (2001), p. 455.
- ↑ Appendix - Iraqi Death Toll | The Gulf War | FRONTLINE | PBS. ციტირების თარიღი: 2021-07-24
- ↑ The Gulf War: Operation Desert Storm 1990–1991
- ↑ Human Rights Watch
- ↑ The Use of Terror during Iraq's invasion of Kuwait. The Jewish Agency for Israel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2005. ციტირების თარიღი: 22 June 2010
- ↑ Kuwait: missing people: a step in the right direction. Red Cross. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 5 March 2014
- ↑ The Wages of War: Iraqi Combatant and Noncombatant Fatalities in the 2003 Conflict. Project on Defense Alternatives. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 9 May 2009
- ↑ Roll of Honour. Britains-smallwars.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-01. ციტირების თარიღი: 2011-05-13.
- ↑ Saudi Arabia – Persian Gulf War, 1991. Country-data.com. ციტირების თარიღი: 2011-02-01.
- ↑ The Role of the United Arab Emirates in the Iran-Iraq War and the Persian Gulf War. Country-data.com. ციტირების თარიღი: 2011-02-01.
- ↑ Role of Kuwaiti Armed Forces in the Persian Gulf War. Country-data.com (1991-02-24). ციტირების თარიღი: 2011-02-01.