F-15 Eagle
McDonnell Douglas (ახლა უკვე Boeing) F-15 Eagle — ორ ძრავიანი, ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელი, დაპროექტებული საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად, ჩატარებული 100-ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან არცერთი არ წაუგია.[2][3] წინადადებათა მიმოხილვის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეარჩია McDonnell Douglas-ის დიზაინი 1967 წელს, რათა თანხვედრაში მოსულიყო მათ მოთხოვნებთან საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელთან დაკავშირებით. Eagle-მა პირველი გაფრენა 1972 წლის ივლისში განახორციელა, ხოლო შეიარაღებაში 1976 წელს მიიღეს. F-15-ის შეიარაღებაში დატოვებას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები 2025 წლამდე აპირებს.[4]
F-15 Eagle | |
---|---|
აშშ-ის ს.ს.ძ.-ის F-15C ვაშინგტონის თავზე | |
ფუნქცია | საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი |
წარმოება | McDonnell Douglas Boeing IDS |
პირველი გაფრენა | 27 ივლისი, 1972 |
წარდგენა | 9 იანვარი, 1976 |
სტატუსი | აქტიური |
მომხმარებლები | აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები |
რაოდენობა | F-15A/B/C/D/J/DJ: 1,198[1] |
ღირებულება | F-15A/B: 27.9 მილიონი აშშ-ის დოლარი (1998) F-15C/D: 29.9 მილიონი აშშ-ის დოლარი (1998) |
ვარიანტები | F-15E Strike Eagle F-15 STOL/MTD F-15SE Silent Eagle |
1970-იანების შემდეგ Eagle-ის ექსპორტირება მოხდა ისრაელში, იაპონიასა და საუდის არაბეთში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად F-15 გათვალისწინებული იყო საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლად, მან დაამტკიცა თავისი კონსტრუქციის მოქნილობა ნებისმიერ ამინდში ბრძოლის საწარმოებლად. მოგვიანებით განვითარდა მისი გაუმჯობესებული ვარიანტი F-15E Strike Eagle და შეიარაღებაში მიიღეს იგი 1989 წელს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Davies and Dildy 2007, გვ. 249.
- ↑ Davies and Dildy 2007, გარეკანის შიდა მხარე.
- ↑ Spick 2000, გვ. 127.
- ↑ ჯონ ა. ტირპაკი. Making the Best of the Fighter Force. Air Force magazine, მარტი 2007.