ბრიენის ბრძოლა — გაიმართა 1814 წლის 29 იანვარს ბრიენში, ერთი მხრივ საფრანგეთის არმიასა და მეორე მხრივ რუსეთის არმიას შორის. ფრანგებს მეთაურობდა ნაპოლეონი, ხოლო რუსებს ფელდმარშალი გებჰარდ ბლიუხერი. ეს იყო 1814 წლის კამპანიის პირველი ბრძოლა.
ღამის ბრძოლების შედეგად ფრანგებმა შეძლეს და აიღეს ქალაქი ბრიენი. ბლიუხერმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხია უკან და გადასულიყო უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე. იგი შეუერთდა მოკავშირე ავსტრიის ძალებს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფელდმარშალი კარლ შვარცენბერგი. ორი დღის შემდეგ გაერთიანებული ძალები გადავიდნენ შეტევაზე და აიძულა ფრანგები უკან დაეხიათ.
საბოლოო ჯამში გამარჯვება ფრანგებს დარჩათ. რუსების დანაკარგი იყო 3 ათასი ჯარისკაცი, ამდენივე დანაკარგი განიცადა ფრანგების ჯარმაც, თუმცა მათ შორის იყო ორი გენერალი[1].