პიერ ლავალი (ფრანგ. Pierre Laval; დ. 28 ივნისი, 1883, შატელდონი — გ. 15 ოქტომბერი, 1945, პარიზი) — საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე. ადვოკატი. 1914–1919 და 1924–1927 წლებში იყო პარლამენტის დეპუტატი. 1927–1940 წლებში სენატორი. 1931–1932 და 1935–1936 წლებში პრემიერ-მინისტრი. 1934–1935 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი. 1935 წლის 2 მაისს საზოგადოების აზრის გავლენით ხელი მოაწერა საფარნგეთის პაქტს ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც მოამზადა ჯერ კიდევ ჟან ლუი ბარტუმ მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) დაწყებისთანავე ცდილობდა ფაშისტურ გერმანიასთან სეპარატისტული ზავის დადებას. 1940 წლის 12 ივლისიდან 13 დეკემბრამდე იყო საფრანგეთის მთავრობის მეთაურის მოადგილე, ხელს უწყობდა ჰიტლერელებს. 1942 წლის აპრილიდან 1944 წლის აგვისტომდე „ვიშის“ კოლაბორაციონალისტური მთავრობის პრემიერ-მინისტრი. დააპატიმრეს ავსტრიაში, ოკუპაციის ამერიკულ ზონაში, და 1945 წელს გადასცეს საფრანგეთის ხელისუფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლავალი, როგორც მოღალატე დახვრიტეს.

პიერ ლავალი

ლიტერატურა რედაქტირება