მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დრეიფუსის საქმე (მრავალმნიშვნელოვანი).

დრეიფუსის საქმე — XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთის არმიის ოფიცრის, წარმოშობით ებრაელი ალფრედ დრეიფუსის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო პროცესი.

ბრალდების საბაბი გახდა საფრანგეთის გენერალური შტაბიდან საიდუმლო დოკუმენტის გაქრობა. ამ დოკუმენტის დაკარგვასთან დრეიფუსის კავშირის შესახებ პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ ბრალდების მხარემ დრეიფუსის გაყალბებული წერილი წარმოადგინა, რომელიც ადასტურებდა მის კავშირს გერმანიის დაზვერვასთან. სასამართლომ ეს მტკიცებულება საკმარისად მიიჩნია. დრეიფუსი დააკავეს და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს. იგი საფრანგეთის კოლონია გვიანაში გადაასახლეს.

დრეიფუსის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთში წარმოიშვა სოციალური კონფლიქტი. სამხედროები, ნაციონალისტები და სამღვდელოების ნაწილი დრეიფუსს საფრანგეთის მოღალატედ თვლიდა, ხოლო სოციალისტები, რადიკალები და სხვები მას უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ, რომელიც ებრაული წარმოშობის გამო დაისაჯა.

1895 წელს დაიწყო საქმის ხელმეორედ განხილვა. დრეიფუსს საჯაროდ დაუჭირა მხარი ცნობილმა მწერალმა ემილ ზოლამ, რომელმაც 1898 წელს ღია წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტ ფელიქს ფორს სახელწოდებით „მე ბრალს ვდებ“ („J’accuse“), სადაც მან დრეიფუსი დაიცვა, ხოლო სასამართლო მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. 23 თებერვალს წერილი გაზეთ „ლ'ორორის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. ამ წერილის გამო მწერალი აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა და ინგლისში გადასახლებულიყო. ზოლას საქციელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დრეიფუსის საქმის გავითარებაზე და ზეგავლენა მოახდინა საზოგადოებრივ შეხედულებაზე.

დრეიფუსის საქმე დიდხანს გაიწელა, საბოლოოდ მან საკუთარი უდანაშაულობა 1906 წელს დაამტკიცა.

ლიტერატურარედაქტირება

  • Hannah Arendt: Die Dreyfus-Affäre und folgende Kapitel. In: Elemente und Ursprünge totaler Herrschaft. (Englisch 1951, deutsch 1955), Piper, München 2005, ISBN 3-492-21032-5, S. 212–272.
  • Maurice Barrès: Scènes et doctrines du nationalisme. Éditions du Trident, Paris 1987, ISBN 2-87690-040-8.
  • Louis Begley: Der Fall Dreyfus: Teufelsinsel, Guantánamo, Alptraum der Geschichte. Suhrkamp, Frankfurt 2009, ISBN 978-3-518-42062-1.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება