ანდრეს დე სანტა-კრუსი

ანდრეს დე სანტა-კრუსი (ესპ. Andrés de Santa Cruz, 5 დეკემბერი, 1792, ლა-პასი, ბოლივია25 სექტემბერი 1865, სენ-ნაზერი, საფრანგეთი) - სამხრეთ ამერიკის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ბოლივიისა და პერუს პრეზიდენტი, ესპანეთის სამეფოს არმიის პოლკოვნიკი, მარშალი.

ანდრეს დე სანტა-კრუსი
ანდრეს დე სანტა-კრუსი
პერუს მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 იანვარი 1827 – 9 ივნისი 1827
წინამორბედისიმონ ბოლივარი
მემკვიდრემანუელ სალაზარ ი ბაკიხანო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 აგვისტო 1836 – 25 აგვისტო 1838
წინამორბედიფელიპე სანტიაგო სალავერი
მემკვიდრეაგუსტინ გამარა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მაისი 1829 – 20 იანვარი 1839
წინამორბედიხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო
მემკვიდრეხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ოქტომბერი 1836 – 20 იანვარი 1839

დაბადებული5 დეკემბერი 1792
ლა-პასი ბოლივია
გარდაცვლილი25 სექტემბერი 1865
სენ-ნაზერი საფრანგეთი
მეუღლეფრანცისკა სერნადასი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ანდრეს დე სანტა-კრუსი დაიბადა 1792 წლის 5 დეკემბერს ლა-პასში, მდიდარი მემამულის ოჯახში. მამამისი ესპანელი იყო, ხოლო დედა - ინდიელი. განათლება მიიღო ლა-პასის დედათა მონასტერში, შემდეგ სწავლობდა ქალაქ კუსკოს სემინარიაში. 1809 წელს მიატოვა სასწავლებელი და დაბრუნდა ლა-პასში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მამამისმა მოაწყო ესპანეთის არმიის დრაგუნთა პოლკში. 1820 წელს შეუერთდა ამერიკაში ესპანეთის კოლონიების დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს. იბრძოდა ხოსე სან-მარტინისა და სიმონ ბოლივარის არმიებში. 1821 წლის 17 თებერვალს, როდესაც სიმონ ბოლივარი გახდა პერუს პრეზიდენტი, ანდრეს სანტა-კრუსი შეუერთდა მის არმიას და გახდა პერუს დივიზიონის შტაბის მეთაური. 1827 წლის 27 იანვარს სიმონ ბოლივარის კოლუმბიაში გადასვლის შემდეგ კი გახდა პერუს მეშვიდე პრეზიდენტი.

 
პერუსა და ბოლივიის კონფედერაციის დროშა

1829-1839 წლებში სანტა-კრუსი ბოლივიის პრეზიდენტია. 1836-1839 წლებში კი თავი პერუ-ბოლივიის კონფედერაციის პროტექტორად გამოაცხადა. კონფედერაციის წინააღმდეგ ჩილეს შეიარაღებული გამოსვლის შემდეგ კონფედერაცია დაიშალა. 1843 წელს ანდრეს სანტა-კრუსი კვლავ შეეცადა ხელში ჩაეგდო ძალაუფლება, მაგრამ დამარცხდა და საფრანგეთში გადასახლდა სადაც გარდაიცვალა კიდეც 1865 წელს 72 წლის ასაკში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო
ბოლივიის პრეზიდენტი
1829-1839
შემდეგი:
ხოსე მიგელ დე ველასკო ფრანკო