კარლოვიცის ზავი
კარლოვიცის ზავი – კარლოვიცის საერთაშორისო კონგრესზე (1698-1699 წწ.) დადებული საზავო ხელშეკრულების ლიტერატურაში მიღებული სახელწოდება. კონგრესი შეიკრიბა „წმინდა ლიგაში“ შემავალ ქვეყნებსა (ავსტრია, ვენეციის რესპუბლიკა, პოლონეთი, რუსეთი) და ოსმალთა იმპერიას შორის ზავის დასადებად. „წმინდა ლიგის“ ქვეყნებმა მათ შორის არსებული წინააღმდეგობების გამო ცალ-ცალკე დადეს კავშირი ოსმალეთთან (პოლონეთმა 1699 წლის 16 იანვარს, ავსტრიამ და ვენეციამ 26 იანვარს), ხოლო რუსეთმა 24 იანვარს დადო მხოლოდ ორწლიანი ზავი ოსმალეთთან, რომელიც შემდეგ შეიცვალა კონსტანტინოპოლის საზავო ხელშეკრულებით (1700 წ.). პოლონეთმა მიიღო მარჯვენა ნაპირის უკრაინის ნაწილი და პოდოლია, ავსტრიამ – უნგრეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ტრანსილვანია, ხორვატია და თითქმის მთელი სლოვენია, ვენეციამ – მორეა, არქიპელაგის კუნძულები და ციხესიმაგრეები დალმაციაში; რუსეთს დარჩა აზოვი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 409.