კივუს კონფლიქტი (ინგლ. Kivu conflict) — შეიარაღებული კონფლიქტი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიასა და აჯანყებულ დაჯგუფებებს შორის, რომელთაც ლორან ნკუნდა ხელმძღვანელობდა.

კონფლიქტის არეალი.

ლორან ნკუნდა კონგოს მეორე ომის განდგომილი კონგოს დემოკრატიული მოძრაობის წევრი იყო (1998-2002 წლები). 2003 წელს ომის ოფიციალური დასასრულის შემდეგ ნკუნდა ახალ ინტეგრირებულ ეროვნულ არმიას შეუერთდა, ხოლო 2004 წელს გენერლის პოსტზე დააწინაურეს. თუმცა ის მალევე განუდგა მთავრობას და ჯარის ნაწილთან ერთად მასისის ტყეს შეაფარა თავი ჩრდილოეთი კივუს პროვინციაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება