ეთელრედ I (უესექსი)
ეთელრედ I (ინგლ. Ethelred I; ანგლო-საქს. Æþelræd I; დ. დაახლ. 837 — გ. 23 აპრილი, 871, მერტონი, ინგლისი) — უესექსის სამეფოს მეფე 865–871 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაეთელრედი იყო უექსის მეფე ეთელვულფ I-ის და მისი მეუღლის ოსბურგას ძე. 865 წელს ძმის ეთელბერტ I-ის სიკვდილის შემდგომ უესექსის მეფე გახდა. მეფობა ძირითადად დანიელი ვიკინგების შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა. 871 წლის 4 იანვარს რიდინგის ბრძოლაში მან შეძლო ვიკინგების დამარცხება, თუმცა იმავე წლის 23 აპრილს მერტონის ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა კიდეც.
ეთელრედი დამარხულია უიმბორნის კათედრალში. იგი წმინდანად იქნა გამოცხადებული, თუმც არასდროს ყოფილია კანონიზირებული ეკლესიის მიერ. ეთელრედს ჰყავდა მეუღლე ვულფრიდა და 2 ვაჟი: უფროსი ეთელვალდი და უმცროსი ეთელჰელმი. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ალფრედ I დიდი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chisholm, Hugh (1910). The Encyclopædia Britannica, 11th Edition.
- Johnson, Rossiter; Charles Francis Horne, John Rudd (1905). The Great Events by Famous Historians. The National Alumni.
- Lyon, Henry R. (1967). Alfred the Great. Oxford University Press.