ძველი ინგლისური ენა
ძველი ინგლისური ენა ანუ ანგლო-საქსური პერიოდი აღნიშნავს ინგლისური ენის განვითარების ისტორიულად განვლილ ერთ-ერთ პერიოდს, მოიცავს დროის მონაკვეთს დაახლ. 449 წლიდან 1066 წლამდე, ნაწილობრივ 1100 წლამდეც კი. ანგლო-საქსური პერიოდი ინგლისური ენის განვითარების საწყის საფეხურს წარმოადგენს.
ძველი ინგლისური ენა Ænglisc | |
ოფიციალური სტატუსი | მკვდარი ენა |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა | რუნები, ლათინური |
ენის კოდები | ISO 639-2: ang ISO 639-3: ang |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ang}} |
დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე V საუკუნეში გადმოსახლებული ანგლების, საქსებისა და იუტების ენების ან დიალექტების შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს.
ძველინგლისური პერიოდიდან შემონახული ტექსტების ენის აღსანიშნავად ზოგჯერ ამჯობინებენ თქვან ანგლო-საქსური (ტექსტების) ენა. ამგვარი ცნებობრივ-ტერმინოლოგური დიფერენცირება აუცილებელი ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც სიტყვათშეხამება ძველი ინგლისური ენა ან ძველი ინგლისური პერიოდი მრავალმნიშვნელოვნად გაიგება. გარდა ამისა, ტერმინით ანგლო-საქსური აღნიშნავენ დღევანდელი ინგლისის ტერიტორიაზე მცხოვრებ ანგლოსაქსების კულტურასაც.
ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.
დახასიათება
რედაქტირებაძველ ინგლისური ენას გააჩნდა ძლიერად განვითარებული ფლექსია და თითქმის ძირითადად გერმანიკული სიტყვათა მარაგი. ეს უკანასკნელი კი განპირობებული იყო უცხო შინაარსის ნათარგმნი ტესტების სიმრავლით.
დროთა განმავლობაში ძველი ინგლისური ენა, რომელიც შემოსეულმა გერმანელმა ტომებმა „თან მოიტანეს“, უკვე არსებულ, ან გავრცელებულ ფორმებს დასცილდა და სახეიცვალა ცალკეული რეგიონების მიხედვით, გაჩნდა ახალი დიალექტები. IX საუკუნეში დიალექტთაგან ერთ-ერთმა ფეხი მოიკიდა პროზაში. ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა მეფე ალფრედის მეფობის დროს.
ძველ ინგლისურ ენას ახასიათებდა მეტად კომპლექსური ფლექსია.
- ძლიერი და სუსტი ზმნები;
- წყვილობითი რიცხვი;
- ზედსართავი სახელის ბრუნების ორი ტიპი;
- არსებითი სახელის ბრუნების ოთხი ტიპი;
- გრამატიკული სქესი არსებითი და ზედსართავი სახელებისათვის.
მდიდარი ფლექსია განაპირობებდა წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობის საკმაო თავისუფლებას. ძველ ინგლისურ ზმნას ორადორი დრო ჰქონდა — ახლანდელი და ნამყო წარსული. ახლანდელი დრო ითავსებდა მომავალი დროის ფუნქციასაც.
ძველ ინგლისურ ენას გააჩნდა სიტყვათწარმოების საკმაოდ დიდი შესძლებლობები, მაგრამ ამავდროულად ენის სიტყვათა მარაგი (ვოკაბულარი) არც ისე მდიდარი იყო. სუბსტრატის სახით შემორჩენილია საკუთარი სახელები, რომელიც კელტების ენიდან უნდა მომდინარეობდეს. მაგალითად, ქალაქ აბერდენის სახელწოდება სავარაუდოდ წარმომდგარია კელტური ენიდან და სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „მდინარე დეეს შესართავი“.
ენათმეცნიერების აზრით, კელტური წარმოშობის მხოლოდ ათი არსებითი სახელი არის ძველ ინგლისურ ენაში შემორჩენილი (მათ შორის, bannock, cart, down და mattock). არ გამოირიცხება სხვა კელტური წარმოშობის სიტყვების არსებობაც ძველ ინგლისურში, თუმცა ეს სიტყვები არაა ტექსტებში დაფიქსირებული ან შემორჩენილი. ძველ ინგლისურ ხანაში კელტური წარმოშობის სიტყვებს საკმაოდ მალე ჩაენაცვლნენ უელსური, შოტლანდიური და ირლანდიური ნასესხობები.
ძველ ინგლისურ ხანაში შემოსული და დამკვიდრებული ლათინური სიტყვების რიცხვი დაახლოებით 140 ერთეულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ლათინიზმები ხშირად უფრო გრეციზმებს წარმოადგენს, ვიდრე საკუთრივ (სუფთა) ლათინური წარმოშობის სიტყვებს.
„მამაო ჩვენო“ ძველინგლისურ ენაზე
რედაქტირება- Fæder ure þu þe eart on heofonum;
- Si þin nama gehalgod
- to becume þin rice
- gewurþe ðin willa
- on eorðan swa swa on heofonum.
- urne gedæghwamlican hlaf syle us todæg
- and forgyf us ure gyltas
- swa swa we forgyfað urum gyltendum
- and ne gelæd þu us on costnunge
- ac alys us of yfele soþlice.
- (Corpus Christi College MS 140, ed. Liuzza (1994))
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Crystal, D. [1997]: The Cambridge encyclopedia of the English language. 2-ე გამოცემა. Cambridge.
- McArthur, T., ed. [1992]: The Oxford companion to the English language. Oxford.
- Cambridge History [1992]-დან]: The Cambridge History of the English language. 6 ტომად. Cambridge.
- Mitchell, B. [1995]: An invitation to Old English and Anglo-Saxon England. Oxford.