წყვილობითი რიცხვი
წყვილობითი რიცხვი, ანუ ლათინური საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის მიხედვით აგრეთვე paralis => პარალი. ენათმეცნიერებაში აღნიშნავს რიცხვის იმ გრამატიკულ კატეგორიას, რომელიც ბუნებაში წყვილი სახითაა მოცემული. მაგ. ზოგიერთ ენაში, რომელშიც პარალი არსებობს, ისეთი სიტყვები, როგორიცაა ტყუპები, თვალები, ყურები, (ადამიანის) ფეხები, ქოშები, ხელები, ტუჩები და მისთ., დგას არა უბრალოდ მრავლობით რიცხვში, როგორც ეს ქართულშია, არამედ ე.წ. წყვილობით რიცხვში.
პარალი ვერსუს დუალი
რედაქტირებაწყვილობითი რიცხვი, ანუ პარალი ხშირად შეცდომით გამოიყენება ორობითი რიცხვის მნიშვნელობით, მათ შორის ფილოლოგების მიერადაც, რაც არ არის სწორი.
ორობითი რიცხვი (იგივე დუალი) თავისი შინაარსიდან გამომდინარე კი აღნიშნავს საგანთა (აგრეთვე პირთა) ორობას, მაგრამ არამც და არამც არ მიანიშნებს მათ წყვილობას. აქედან გამომდინარე, ორობით რიცხვში მდგარი არსებითი სახელი, ან სხვა რომელიმე მეტყველების ნაწილი, უფრო შემთხვევითობაზე, დროში მალდასრულებად ორად ყოფნაზე მიანიშნებს წყვილობითისაგან განსხვავებით, სადაც წყვილობა არაა შემთხვევითი, ან სიტუატიური.
ლიტერატურა
რედაქტირება- Krause, Wolfgang: Tocharisch. (გამოიცა IV ტომის III ნაწილად: ირანისტიკა.) Leiden/Köln 1971.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება