უესექსის სამეფო (ინგლ. Wessex) — ანგლოსაქსური სამეფო 519-927 წწ. დააარსეს საქსებმა ბრიტანეთის ანგლოსაქსური დაპყრობების დროს. 740 წელს უესექსი მერსიის განმგებლობაში მოექცა. 825 წელს უესექსის მეფე ეგბერტმა მერსია დაამარცხა და მისი დიდი ნაწილი შემოიერთა. ამ დროიდან მას ინგლისი ეწოდება. IX საუკუნის ბოლოს ალფრედ დიდი სკანდინავებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ დათანხმდა ქვეყნის გაყოფას, რომლის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი უესექსის ტერიტორიის ჩათვლით მას დარჩა. ალფრედის მმართველობის ხანიდან უესექსის ისტორია უკვე ინგლისის ისტორიაა.

უესქსის სამეფოს დროშა

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება