ალფრედ დიდი
ალფრედ დიდი (ინგლ. Alfred the Great; დ. 849 — გ. 26 ოქტომბერი, 899) — ანგლოსაქსონური უესექსის სამეფოს მეფე 871–899 წლებში. იგი პირველია რომელიც დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც ინგლისის მეფე. სამეფო ტახტზე ავიდა უფროსი ძმის ეთელრედ I-ის გარდაცვალების შემდეგ.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალფრედ დიდი დაიბადა 849 წელს. ტახტზე ავიდა 871 წელს. იგი ერთადერთი მეფე იყო რომელმაც მოიგერია დანიელი ვიკინგების შემოტევები და აღიარებულ იქნა ინგლისის პირველ მეფედ. 800 წელს ინგლისი შვიდ სამეფოდ იყო დაშლილი, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ეომებოდნენ. ვიკინგები ინგლისში პირველად 793 წელს გამოჩნდნენ მოგვიანებით მათმა შემოსევებმა სისტემატიური ხასიათი მიიღო. მერსია, ნორთუმბრია და აღმოსავლეთი ინგლისი ერთმანეთთან ბრძოლით იყვნენ დასუსტებულნი ამიტომ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლოთ. მათთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა 867 წლის შემოსევა, დანების მეფის მეთაურობით. დანებმა ლაშქრობა ეფექტურად დაიწყეს. 867–870 წლებში დაიპყრეს ნორთუმბრია. 870 წელს შეიჭენენ აღმოსავლეთ ინგლისში და მოკლეს მეფე ედმუნდი. 870–874 წლებში მთლიანად დაიპყრეს მერსია და სასექსი. 874 წლისთვის დასაპყრობი მხოლოდ უესექსი დარჩა. მეფე ალფრედ დიდი მომზადებული დაუხვდათ და დაამარცხა დანები რამდენიმე ბრძოლაში. 874–878 წლებში მან შეიერთა სასექსი და კენტი. ასევე დაიპყრო აღმოსავლეთ მერსია და სამხრეთ ესექსი. გადამწყვეტი გამარჯვება მან 878 წელს ქალაქ ედინქტონთან გამართულ ბრძოლაში მოიპოვა. ამის შემდეგ დანიელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. მეფე ალფრედმა დანებს კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, დენლოში დასახლების უფლება მიცათ სადაც დანიური კულტურა ყვაოდა და მრავალი ვიკინგი დასახლდა. თვითონ ინგლისის დანარჩენი ნაწილის მართვას შეუდგა. მან შეადგინა საკანონმდებლო კოდექსი თავის ქვეყანაში რითაც განამტკიცა უესექსის სახელმწიფოებრიობა. იგი ხელს უწყობდა ხელოვნების განვითარებასაც. მან ააშენა დიდი ციხე- ქალაქები და შექმნა საზღვაო ფლოტი. ენერგიული მოღვაწეობისთვი მას დიდი უწოდეს, მასვე მიუძღვნეს ემალის მინიატურა. 895 წელს მას შეეძინა შვილიშვილი ათელსტანი. დიდი უესექსის მეფე გარდაიცვალა 899 წლის 26 ოქტომბერს.