ნორთუმბრია
ნორთუმბრია (ძვ. ინგლ. Norþhymbra Rīce/Norþanhymbra/Norþhymbre) — ანგლოსაქსების მიერ ბრიტანეთის დაპყრობის დროს ჩამოყალიბებული ერთ-ერთი სამეფო. შეიქმნა VII საუკუნის დამდეგს ბერნიციისა და დეირის ანგლების სამეფოთა გაერთიანების შედეგად. IX საუკუნეში ნორთუმბრიის ტერიტორია დაიპყრო უესექსის სამეფომ, შემდეგ დანიელებმა. დაახლ 924 წელს ნორთუმბრიის ტერიტორია საბოლოოდ შეუერთდა უესექსს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 476.