აღმოსავლეთ ინგლისის სამეფო

აღმოსავლეთ ინგლისის სამეფო (ძვ. ინგლ. Ēast Engla Rīce) — ანგლოსაქსთა მიერ ჰეპტარქიის დროს ჩამოყალიბებული ერთ-ერთი სამეფო. აღმოსავლეთ ინგლისის სამეფო VI საუკუნის დამლევს დააარსეს გერმანული წარმოშობის ტომებმა ანგლებმა, რომლებიც იუტლანდიიდან შემოიჭრნენ და დასახლდნენ დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილში.

ბრიტანული სახელმწიფოები 800 წლისათვის.

616 წელს ნორთუმბრიაზე გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთი ინგლისი მცირე ხნით რჩებოდა ანგლოსაქსების ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ. თუმცა შემდეგ სამეფო ექცევა მერსიის გავლენის ქვეშ, 794 წელს მერსიის მეფე ოფამ მოკლა აღმოსავლეთ ინგლისის მეფე ეთელბერტი და პრაქტიკულად თვითონ მართავდა სახელმწიფოს. აღმოსავლეთმა ინგლისმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა მერსიასთან ორწლიანი ომის შემდეგ (825-827 წწ.), რომლის დროსაც ბრძოლაში დაიღუპა მერსიის ორი მეფე.

870 წელს სამეფოს თავს დაესხნენ დანიელი ვიკინგები, მათ მოკლეს მეფე ედმუნდი, რომელიც მოგვიანებით შერაცხეს წმინდანად. დანიელების ბატონობა გაგრძელდა 920 წლამდე, როდესაც მისი ტერიტორია გაათავისუფლა უესექსის სამეფოს არმიამ. თუმცა 1015-1017 წლებში იგი კვლავ დაიპყრო დანიის მეფე კნუდ დიდმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hadley, Dawn (2009). „Viking Raids and Conquest“, რედ. Stafford, Pauline: A Companion to the Early Middle Ages: Britain and Ireland, c.500–c.1100. Chichester: Blackwell. ISBN 978-1-4051-0628-3. 
  • Williams, Gareth (2001). „Mercian Coinage and Authority“, Mercia: an Anglo-Saxon kingdom in Europe. Leicester: Leicester University Press. ISBN 0-8264-7765-8.